კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე რადიკალებმა ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური პოლიცია Twitter-ზე ავრცელებს.
„სან-გრეგორის რაიონში მდებარე ავტომაგისტრალი AP-7 მანიფესტაციის გამო ორივე მიმართულებით მთლიანად გადაკეტილია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
კატალონიაში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ესპანეთის მეფის, ფილიპე VI-ის ფოტოები დაწვეს.
14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა და კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა. ამის შემდეგ კატალონიაში საპროტესტო აქციები დაიწყო, 18 ოქტომბერს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა.