ბოლივიელმა ოპიზიციონერმა სენატორმა ჟანინ ანიესმა ევო მორალესის გადადგომის შემდეგ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
მორალესის პარტიის დეპუტატებმა სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს, რის გამოც ანიესის დასანიშნად კვორუმი არ შედგა. თუმცა ანიესმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ის დროებითი პრეზიდენტი უნდა გახდეს.
სენატორი ე.წ. გარდამავალ პერიოდში არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, რომელიც 90 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.
მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა, 12 ნოემბერს კი მან მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ევო მორალესი გამოაცხადა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა. მისი მხარდამჭერები ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავენ. 10 ნოემბერს მათ სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს. მორალესი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.