ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკულ მხარეს რუსი ალექსეი ბურკოვი გადასცა, რომელიც საკრედიტო ბარათებით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ინფორმაციას ასევე ადასტურებს რუსეთის მოქალაქის ადვოკატი.
10 ნოემბერს ისრაელის უზენაესმა სასამართლომა ექსტრადიციის შესახებ ბურკოვის ადვოკატების აპელაციის არ დააკმაყოფილა.
სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი თელ-ავივის აეროპორტში აშშ-ის მოთხოვნით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი კიბერდანაშაულში წაუყენეს.
აშშ-ის გარდა, ბურკოვის გადმოცემას რუსეთიც ითხოვდა: მოსკოვი მზად იყო ის ისრაელის მოქალაქეზე გაეცვალა, რომელსაც ჰაშიშის კონტრაბანდისთვის 7,5 წელი მიუსაჯეს.