აუხსნელი და სამარცხვინოა, რომ დაუნინგ სთრითმა რუსეთის ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ანგარიში არ გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს ანგარიშს არჩევნებამდე გაეცნოს. „ეს აუცილებელი პირობა უნდა იყოს. იმიტომ, რომ უდავოა, რომ რუსეთი დასავლური დემოკრატიების პოლიტიკის განსაზღვრას ცდილობს“.
ანგარიში პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მოამზადა. დოკუმენტში ისეთი საკითხებია განხილული, როგორიცაა ჯაშუშობა და პოლიტიკაში ჩარევა. ანგარიში მარტში მომზადდა და ბირტანეთის პრემიერის ოფისს 17 ოქტომბერს გადაეცა. დაუნინგ სთრითზე მის გამოქვეყნებას არჩევნების შემდეგ აპირებენ. პარლამენტში ასეთ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, თუმცა მთავრობა ამტკიცებს, რომ ამაში უჩვეულო არაფერია.
მანამდე The Sunday Times-მა დაასახელა რუსული წარმოშობის ბიზნესმენები, რომლებიც ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის მიერ რუსეთის მხრიდან ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში ფიგურირებენ.