კარტოფილი არაჟნის სოუსით

კარტოფილი არაჟნის სოუსით

ინგრედიენტები

კარტოფილი - 500 გ

ყველი - 50 გ

არაჟანი - 3 ს/კ

ნიორი - 4 კბილი

ფქვილი - 1/2 ჩ/კ

კამა - 1 კონა

მარილი და პილპილი

ზეთი - 1 ჩ/კ

მომზადების წესები

გაფცქვენით კარტოფილი და მთელ-მთელი მოათავსეთ ზეთწასმულ ფორმაში.

არაჟნის სოუსისთვის: არაჟანს დაუმატეთ მარილი, პილპილი და ფქვილი გასასქელებლად, ასევე დაუმატეთ კამა და ნიორი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

კარტოფილს მოასხით მზა სოუსი, მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში.

სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი კამა.

რჩევა: კარტოფილი ამ კერძისთვის აჯობებს იყოს პატარა ზომის!