ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ესპანეთის შსს-ს ინფორმაციით, არჩევნებში აქტივობამ 69,94% შეადგინა. სოციალისტებმა 350-ადგილიან კონგრესში 120 მანდატი მიიღეს, კონსერვატიულ „სახალხო პარტიას“ 88, ულტრამემარჯვენე Vox-ს 52, მემარცხენე პარტიების კოალიცია Unidos Podemos-ს 35, „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელებს“ - 13, ცენტრისტულ პარტია „მოქალაქეებს“ კი 10 დეპუტატი ეყოლება.
აბსოლუტური უმრავლესობა კონგრესში ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო, შესაბამისად, პარტიებს შორის მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება.
აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მათ დამოუკიდებელი მმართველობისთის საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს, კოალიციის ჩამოსაყალიბებლად ივლისში გამართული მოლაპარაკებები კი წარუმატებელი აღმოჩნდა.
მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ მემარცხენე პარტია Pოდემოს-ის ლიდერ პაბლო იგლესიასი მთავრობაში ადგილების გადანაწილებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე ითხოვდა, სადაც სოციალისტებს 123 დეპუტატი, Podemos-ს კი 42 დეპუტატი ჰყავდა.