ასე მომზადებული ჰოთდოგები ძალიან კარგია არამხოლოდ სახლში საუზმისთვის, არამედ სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურში წასაღებადაც. შეგიძლიათ სოსისების რაოდენობა თავად განსაზღვროთ.
ინგრედიენტები
ფენოვანი ცომი
სოსისი
კვერცხის გული
მომზადების წესები
ფენოვანი ცომი დაჭერით სოსისზე ცოტათი დიდ ზომაზე.
მოათავსეთ სოსისი. დააფინეთ მეორე ფენა და ჩანგლით შეაწებეთ ერთმანეთზე ისე, როგორც ფოტოზეა.
თავზე გადაუსვით კვერცხის გული და გამოცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ არ დაიბრაწება.