წარმოუდგენლად გემრიელი კერძი კარტოფილით, რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება

წარმოუდგენლად გემრიელი კერძი კარტოფილით, რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება

ინგრედიენტები

ღორის ხორცი - 1 კგ

კარტოფილი - 1 კგ

ხახვი - 2 ცალი (დიდი ზომის)

ნიორი - 1 თავი

მაგარი ტიპის ყველი - 100 გ

მაიონეზი - 2 ს/კ

კეტჩუპი - 2 ს/კ

ნაღები - 50 მლ

დაკონსერვებული სოკო - 150 გ

მწვანილი,მარილი,სანელებლები

მომზადების წესები

კარტოფილი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად,მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, რომელსაც მცენარეული ზეთი ექნება წასმული.დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ხორცი დაჭერით სტეიკის ზომის ნაჭრებად და დაბეგვეთ ორივე მხრიდან. წაუსვით მარილი და სანელებლები.

კარტოფილს ზემოდან დაადეთ ხორცის ნაჭრები,გადაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ სოკო.

ხახვი დაჭერით მრგვალად და მოაწყვეთ სოკოს , ზემოდან კვლავ მაიონეზი გადაუსვით და მოაყარეთ მარილი.

აურიეთ ნაღები,გახეხილი ყველი და დაჭრილი ხახვი ერთმანეთში და კერძს ზემოდან მოასხით.

მოაყარეთ მწვანილები და შედგით წინასწარ გახურებულ  ღუმელში 180 გრადუსზე, 40-60 წუთის განმავლობაში. იმისათვის,რომ კერძი არ დაიწვეს, ზემოდან ფოლგა გადააფარეთ.

როცა კერძი გამოცხვება, ფოლგა მოაშორეთ და კვლავ შედგით 5 წუთით,რათა კარგად დაიბრაწოს!