დიდ ბრიტანეთში წყალდიდობას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
ქალის ცხედარი დერბიშირის საგრაფოში მდინარის პირას იპოვეს. შეფილდში მეხანძრეებმა ნავებით 100 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
გარდა ამისა, სტიქიის გამო რამდენიმე მაგისტრალი გადაიკეტა, შეფერეხებულია სარკინიგზო მოძრაობაც.