ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაფიქსირდა. ამის შესახებ მორალესი Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალების უკან დგანან დაჯგუფებები, რომლებიც „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებდნენ“.
საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა.ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი გამოაცხადა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა. მისი მხარდამჭერები ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მორალესი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებს.