გერმანული სუპი

გერმანული სუპი "პიხელშტაინერი" - გემრიელი,ნოყიერი და სასარგებლო  

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი - 200 გ

ღორის ხორცი - 200 გ

ქათმის ფილე - 200 გ

ხახვი - 2 ცალი

მწვანე ხახვი ან პრასი - 1 ცალი

სტაფილო - 2 ცალი

ოხრახუშის ფეხვები - 200 გ

კარტოფილი - 750 გ

პაპრიკა - 1 ჩ/კ

მარილი - გემოვნებით

შავი პილპილი,კვლიავი, ორეგანო,დაფნა,როზმარინი, - გემოვნებით

მწვანილების მიქსი - ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესები

ამ წვნიანის მთავარი ინგრედიენტი სამი სახეობის ხორცია.

გამდინარე წყლით გარეცხეთ ხორცი, გააშრეთ კარგად და დაჭერით კუბებად. ასევე,გარეცხეთ ბოსტნეული, დაჭერით , როგორც ფოტოზეა მოცემული და დაიწყეთ ხახვის მოშუშვა, სასურველია მცენარეული ზეთის გამოყენება.

 დიდ ქვაბში მოათავსეთ ხორცი,მასთან ერთად შეაზავეთ ბოსტნეული და სანელებლები  . სწორედ სანელებლები აძლევს ამ კერძს საოცარ არომატს.

დაასხით ბულიონი ან ჩვეულებრივი თბილი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 60-90 წუთი.

როცა სუპი მომზადდება,შეგიძლიათ, ზემოდან მწვანილები მოაყაროთ!