ამ სეზონის საუკეთესო კერძი – ყველის წვნიანი ქათმით

ამ სეზონის საუკეთესო კერძი – ყველის წვნიანი ქათმით

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 500 გ

კრემყველი - 200 გ

კარტოფილი - 400 გ

ხახვი - 150 გ

სტაფილო - 180 გ

კარაქი

მარილი

შავი პილპილი

ცერეცო

დაფნის ფოთოლი - 3 ცალი

მომზადების წესები

ხორცი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. როდესაც ბულიონი დუღილს დაიწყებს, დაამატეთ 1 ჩკ მარილი და დაფნის 2–3 ფოთოლი. ადუღებიდან 20 წუთი კიდევ ხარშეთ და გადმოდგით. თეფშზე ამოიღეთ ფილე და გააგრილეთ. ბულიონი დააბრუნეთ გაზზე.

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. ასევე დაჭერით ხახვი. გახეხეთ სტაფილო. ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით.

ბულიონში ჩაყარეთ კარტოფილი და გააჩერეთ 5–7 წუთით.

კარაქში მოთუშეთ ხახვი, შემდეგ – სტაფილო. ბოლოს დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ეს მასა დაუმატეთ წვნიანს და 5–7 წუთი კიდევ ხარშეთ.

წვნიანში დაამატეთ დაჭრილი ხორცი და ხარშეთ 3–4 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაამატეთ კრემყველი, კარგად ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

თეფშზე გადმოღებისას შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი ცერეცო და გახუხულ პურთან ერთად მიირთვათ.