ირანის ჩრდილო-დასავლეთით მიწისძვრას ოთხი ადამიანი ესმხვერპლა. იტყობინება France24 სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით. ხალხი პანიკამ მოიცვა, რის გამოც მოსახლეობამ ღამის განმავლობაში სახლები დატოვა.
5.9 მაგნიტუდის მიწისძვრისას 70 ადამიანი დაშავდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ თავრიზიდან 160 კილომეტრში დაფიქსირდა.
უკანასკნელ წლებში ირანში მიწისძვრებს მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა. 2012 წელს 300 ადამიანი დაიღუპა, 2005 წელს კი მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.