გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გუშინდელ განცხადებას ნატოსთან დაკავშირებით არ ეთანხმება. BBC-ის ინფორმაციით, მერკელმა ეს განცხადება ნატოს გენერალურ მდივანთან ი,ენს სტოლტენბერგთან პრესკონფერენციის შემდეგ გააკეთა.
კანცლერის თქმით, ალიანსთან დაკავშირებით პრობლემები იყო, თუმცა ნატო სიძლიერისა და უსაფრთხოების მხრივ, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანიზაციად რჩება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Economist-თან საუბრისას, ევროპელი მეზობლები გააფრთხილა, რომ მათ აღარ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, თითქოს, აშშ ნატოს მოკავშირეებს დაიცავს. „რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატოს ტვინის სიკვდილი“, - თქვა მაკრონმა.
მისივე თქმით, ევროპას საკუთარი სამხედრო ძალები სჭირდება და აღარ უნდა იყოს დამოკიდებული აშშ-ზე. მისი თქმით, ევროკავშირმა, რომელიც თავის თავს მხოლოდ ეკონომიკურ ბაზრად მიიჩნევს, უნდა გაიღვიძოს, თორემ გაუჭირდება თავის კონტროლი.