ყოფილი პრემიერის-მამუკა ბახტაძის კიდევ ერთი კადრი- მიხეილ ბატიაშვილი ტოვებს თანამდებობას. მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 12 ივლისს წარადგინა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ბატიაშვილი. მანვე ფინანსთა მინისტრის პოსტი უბოძა ივანე მაჭავარიანს, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოსტი ჩააბარა გიორგი ქობულიას, რომლის მინისტრობაც ასევე ხანმოკლე აღმოჩნდა.
გამორიცხული არ არის, გიორგი გახარია წინამორბედი პრემიერის კადრებისგან გათავისუფლებას ლამობდეს და მხოლოდ ბატიაშვილის გაშვებით არ შემოიფარგლოს. არც ის არის გამორიცხული, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჩაანაცვლოს მიხეილ ბატიაშვილი. ეს ის მიმინოშვილია, რომელიც მიხეილ ბატიაშვილმა თამარ სანიკიძესთან ერთად თანამდებობიდან დაითხოვა. ვარაუდობენ იმასაც, რომ განათლების სამინისტროს კულტურის მიმართულება გამოეყოს და მის მინისტრად ბადრი მაისურაძე დაინიშნოს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ბატიაშვილი გადადგომის მიზეზად პირად სურვილს ასახელებს და იმედს გამოთქვამს, მის გადადგომას პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება. ყოფილი მინისტრი გვპირდება, რომ საკუთარ ენერგიას სისტემას გარედან მოახმარს, ოღონდ დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით.
ვრცელდება სპეკულაციები, რომ ბატიაშვილის გაშვება ზუგდიდის სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებას უკავშირდება, რომლის სკოლასაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ განათლების სამინისტროსგან მივლენილი ინსპექტორების ჯგუფი საეჭვოდ ეწვია. ია კერზაიას საქმე უკვე სტრასბურგშია და შესაძლოა, ეს გახდა მთავრობის მხრიდან ბატიაშვილის გაწირვის მიზეზი.
ოდიოზური ალექსანდრე ჯეჯელავასგან განსხვავებით, რომელიც ქართულ ზღაპრებს იწუნებდა და ქართული ნაწარმოებებიდან საზეპიროების ამოღებას ცდილობდა, მიხეილ ბატიაშვილს ასეთი რადიკალური გამოთქმებით არ გამოუჩენია თავი, მაგრამ საინტერესოა, როგორი კვალი დატოვა განათლების სისტემაში ბოლო მინისტრმა?
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იმაზე უფრო ხშირად უნდა იცვლებოდნენ განათლების მინისტრები, ვიდრე იცვლებიან, რადგან ისეთ საშინელ, არაპოპულარულ, ანტიმეცნიერულ რეფორმებს ატარებენ, რომ დიდხანს ვერ დარჩებიან ამ პოსტზე.
„ვინც გამოსაცვლელია, უნდა გამოიცვალოს და იმაზე უფრო სწრაფად უნდა გამოიცვალოს, სანამ ამ დამანგრეველ რეფორმებს გამოაცხადებენ. მე ჩავატარე კვლევა და 90%-ზე მეტი არ აბარებს მათემატიკას. ეს რას ნიშნავს, იცით? ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტები საერთოდ დაიხურება. უნივერსიტეტი თავისი განმარტებით უნდა მოიცავდეს ყველანაირი მიმართულების ფაკულტეტს, განა შეიძლება დარჩეს უნივერსიტეტი მხოლოდ ჰუმანიტარული ფაკულტეტების ამარა და თავისთავად დაიხუროს ყველა უმაღლესი სასწავლებელი? რას ნიშნავს ასეთი მავნებლური რეფორმები? ან რას ნიშნავს, რომ მასწავლებლები სკოლიდან გაუშვეს და არაპროფესიონალებით შეავსეს მთელი ვაკანსიები?!“, - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი, რომლის აზრითაც, მიხეილ ბატიაშვილს დადებითი არაფერი გაუკეთებია.
მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, ბატიაშვილის დროს ყველაფერი მაფიოზურ-კლანური დაჯგუფებების ინტერესებით კეთდებოდა. კერძოდ, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა, სკოლებიდან გამოცდების მოხსნა, რის გამოც საერთოდ აღარ დადიოდნენ ბავშვები სკოლებში. ეს მაშინ, როცა არ არსებობს ქვეყანა, სასკოლო გამოცდები რომ არ იყოს.
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი მრჩეველი ზურაბ ვახანია არ ფლობს ინფორმაციას, რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილი. For.ge-სთან საუბრისას ზურაბ ვახანია აცხადებს, რომ მინისტრების ხშირი ცვლა ცუდია, სანამ ახალი მინისტრი გაერკვევა, დაწყებული საქმე წყდება, მაგრამ, თუკი შეუფერებელია მინისტრი, სჯობს, იგი დროულად გამოიცვალოს.
„ბოლო მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რაც გააკეთა, ყველაფერი უარყოფითი შედეგის მქონე იყო. კარგი არ მახსენდება. ბატიაშვილის წინამორბედ მინისტრებსაც ბევრი შეცდომა ჰქონდათ დაშვებული, მაგრამ ერთი-ორი კარგი ცვლილება მაინც უკავშირდებოდა მათ სახელს, ბატიაშვილის მხრიდან კი კარგი არ მახსენდება. მას ჰქონდა მძიმე შეცდომები - სასკოლო გამოცდების გაუქმება, სახელმწიფო ბარიერის გაუქმება გამოცდებზე, მასწავლებლების პენსიაზე გაშვება, ეს დიდი უაზრობა იყო“, - აცხადებს ზურაბ ვახანია და მიიჩნევს, რომ ახალი მინისტრისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესება უნდა იყოს პრიორიტეტული. განათლება არის იმისთვის, რომ წესიერად ასწავლონ ბავშვებს, ახალგაზრდებს. თუ ამას ვერ ახერხებენ, ე.ი. მთავარ მიზნებს ვერ ასრულებენ.
ზურაბ ვახანიას განმარტებით, უამრავი რამეა გასაკეთებელი განათლების სისტემაში, მაგრამ მთავარია საქართველოს განვითარების სტრატეგიული პროგრამის არსებობა, რაც კომპლექსურად უნდა მოიცავდეს არა მარტო მეცნიერება-განათლებას, არამედ მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, და სხვა. მისი აზრით, სანამ საქართველოს სტრატეგიული განვითარების პროგრამა არ გვექნება, მანამ უმაღლესი განათლება უმისამართო იქნება.
ისე მოვიდა და წავიდა, გაიგო ვინმემ რამე ?!
აი მერე ...... მავანთა მიზანი მიღწეული რომ იქნება, აი მერე კი თავს დაგავანებებენ
ჩვენ კიდევ წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მერე ახლიდან ჩამოვაყალიბოთ.......
ნებისმიერი რეფორმის შედეგი ხომ ცოდნის გაუმჯებესება უნდა იყოს?
მერე? უკუღმა რომააა საქმე და ამ ჩვენი შვილების განათლების დონე სულ უფრო და უფრო ტრაკში წავიდა, მას რააა ვერა ხედაავენ?? რად უნდა ამის
დანახვას ერთი ფაეტონი დიპლომი??....ბავშვების განათლების დონე რომ ლამის მიწასთანააა გასწორებული ამის დანახვას დიპლომები უნდაა?
დიპლომები კი არა ამას პირველ რიგში გული უნდა, გული, ქართული გული.........მერე ყველაფერს ეშველება
რეფორმა.......... რეფორმა ......... რეფორმა...........
სუ ახალ ახალ რეფორმებს რომ ატარებენ, ძველი რაა უკვე აითვისეს, დაღალეს და ახალზე გადადიააან??
რაც იყო ის მაინც რაზე მოსპეს??---- სულ არარაობას ის მაინც ყოფილიყო.....
სპილოსი და სეროჟასი არ იყოს ბუდეა აქ,....... ბუდე