კარტოფილის კალათები კვერცხის თვალით

კარტოფილის კალათები კვერცხის თვალით

ინგრედიენტები

კარტოფილი - საშუალო ზომის, 6 ცალი

მარილი და პილპილი

კვერცხი - 24 ცალი

ზეთი - ფორმებზე წასასმელად

მომზადების წესები

თავდაპირველად გამოაცხვეთ კარტოფილი. ამისათვის გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და აცხვეთ კარტოფილი 45-60 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გამოიღეთ, გააგრილეთ, გაფცქვენით და გახეხეთ კარტოფილი მსხვილ სახეხზე.

მაფინების ფორმას წაუსვით ზეთი და მოათავსეთ თითოეულში 3-4 სუფრის კოვზი გახეხილი კარტოფილი. კარგად ჩატკეპნეთ ხელით, რომ ფორმა მისცეთ.

მოაყარეთ მარილი და პილპილი და შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაგეწვეთ. როგორც კი დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ.

შემდეგ თითოეულ კალათში ჩაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და ისევ შედგით ღუმელში 15 წუთი.

მომზადებული კალათები ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან დანის მეშვეობით.