დეკანოზი დავით ისაკაძე ფოთისა და ხონის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს, მეუფე პეტრეს მხარდაჭერის გამო, გაფრთხილებას აძლევს. დეკანოზი დავით ისაკაძე, მიტროპოლიტს საგანგებო მიმართვას უძღვნის.
დეკანოზის განცხადებით, მეუფე პეტრეს განცხადებებს მეუფე გრიგოლი მხარს უჭერს, რაც სასულიერო პირებისთვის მიუღებელია. დეკანოზი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ მეუფე გრიგოლი სინოდის სხდომას არ დასწრებია.
“მეუფე პეტრეს ამ უღირს ქმედებას გარკვეულ წილად მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა ეპისკოპოსმა, ეს არის ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, როდესაც მან კამერების წინაშე განაცხადა, რომ ეს საკითხი, რომელიც პეტრე ცაავამ დააყენა, უნდა იყოს განხილული და ასე ნაჩქარევად არ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება გამოტანილი. ანუ, ეს არის, გნებავთ ირიბი, გნებავთ პირდაპირი ჩარევა და მხარდაჭერა პეტრე ცაავას ყოვლად მიუღებელ, ზნედაცემულ, ამორალური საქციელისა. მე თავს მივცემ უფლებას და მივცემ მას შენიშვნას, და არამარტო შენიშნვნას, მკაცრად გავაფრთხილებ, რომ კამერებთან ამ საკითხზე და მითუმეტეს როდესაც კათალიკოს-პატრიარქს ეხება, არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება, რომ განხილვისკენ მოეწოდებინა. რადგანაც ეს არის იმისათვის მიმართული ქმედება, რომ საეჭვო გახდეს ადამიანის ზნეობის შესახებ მსჯელობა“, - განაცხადა დეკანოზ დავით ისაკაძემ სოციალური ქსელში გამოქვეყნებულ მიმათვაში.
ცნობისთვის, დეკანოზ დავით ისაკაძე არც სინოდის წევრია და არც საპატრიარქოში უკავია რაიმე თანამდებობა.