მეუფე ნიკოლოზი:  პეტრე ცაავა ცდილობს, ხალხმა პატრიარქი ლინჩის წესით გაასამართლოს

მეუფე ნიკოლოზი:  პეტრე ცაავა ცდილობს, ხალხმა პატრიარქი ლინჩის წესით გაასამართლოს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ვიდეომიმრთვა გაავრცელა, რომელშიც ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრე ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ პატრიარქი ლინჩის წესით გაასამართლონ.

„მეუფე პეტრემ თვითონ გაიხსენა პილატეს სასამართლო. რასაც ახლა, მეუფე პეტრე იმუქრება, ოღონდ არა ეკლესიას, არამედ საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომ ის მტკიცებულებას წარადგენს ბრალის დამადასტურებელს. მტკიცებულება უნდა წარადგინოს. სად? საეკლესიო სასამართლოში, სინოდის წინაშე ის მტკიცებულებებს ვერ წარადგენს, რადგან მას ამის უფლება არ აქვს.

რაც შეეხება საეროს, მას ამის უფლებაც არ აქვს, რადგან პატრიარქზე იმუნიტეტი მოქმედებს და სასამართლო ამას არ მიიღებს, რადგან ჯერ პარლამენტს უნდა წარუდგინოს და მან უნდა განიხილოს.

მეუფე პეტრე ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ პატრიარქი ლინჩის წესით გაასამართლონ. ამას ველოდებით. ეს არის პილატეს სასამართლო,“ - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაციით დასრულდა.

სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.