პატრიარქი არის მამა, მეუფე პეტრესი და იგი სასიკვდილოდ გაიმეტა, - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
„ეს არ არის ცილისწამება, ეს არის აბსოლუტურად მკაფიოდ წარმოთქმული შეურაცხყოფა სრულიად კათოლიკოს პატრიარქის მიმართ. ეს გინებაა. მოგვიანებით მეუფე პეტრემ და მისმა სასულიერო პირებმა, ჟურნალისტებმა სცადეს შეერბილებინათ და გადაეკეთებინათ. მეუფე პეტრეს მხედველობაში სამედიცინო ტერმინოლოგია ჰქონდა, რაც სიცრუე. იმიტომ, რომ ასეთი ჟღერადობით, ასეთი ემოციით, წარმოთქმული ეს ფრაზა გინებაა, რომელიც ჩემს ბავშვობაში ქუჩაში წარმოითქმებოდა. ეს შინაარსის მატარებელი ფრაზა არ იყო. სამედიცინო ტერმინოლოგიას სჭირდება, სამედიცინო გარემო, სიმშვიდე. ეს გამეტებით ნათქვამი ფრაზა იყო. სამწუხაროდ, უცებ, მეუფე პეტრე ქუჩაში აღმოჩნდა.
ეს სიტყვები ნათქვამია კათოლიკოს პატრიარქის მიმართ, რომელსაც კანონი - საეკლესიო და საერო. პატრიარქი არის მამა მეუფე პეტრესი და იგი სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს არის სულიერი სიკვდილი, როდესაც საკუთარ მამას ადამიანი აგინებს. ეს ამ მოვლენის არსია,“ - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაციით დასრულდა.
სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.
პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.