ინგრედიენტები
თინუსის კონსერვი - 1 ქილა
ხახვი - 1 თავი
ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
კიტრი - 1 ცალი
მარილი
პილპილი
პურის ნაჭერი - 4 ცალი
მომზადების წესები
თევზის კონსერვი ჩანგლით ავსრისოთ.
წიწაკა, კიტრი და ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ თევზის კონსერვს, შევანელოთ მარილით, პილპილით და მოვათავსოთ პურის ნაჭრებზე.