დაბრაწული კარტოფილი-გარმონის უჩვეულოდ მარტივი რეცეპტი

დაბრაწული კარტოფილი-გარმონის უჩვეულოდ მარტივი რეცეპტი

მსოფლიოში კარტოფილსგან მომზადებული კერძის უამრავი რეცეპტი არსებობს. დღეს გთავაზობთ კარტოფილი-გარმონის რეცეპტს, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო და მონდომება სჭირდება.

ინგრედიენტები

საშუალო ზომის კარტოფილი - 2 ცალი

ბეკონი ან ლორი

ზეთი - 2-3 ს/კ

კარი - 1 ჩ/კ

სოიოს სოუსი - 1 ს/კ

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

აიღეთ 2 კარტოფილი, სასურველია თანაბარი ზომის იყოს. გაფცქვენით და გარეცხეთ.

კარტოფილის ქვეშ დადეთ სუფრის კოვზი და ჩაჭერით ზოლებად მთლიანი კარტოფილი. კოვზი იქნება დაბრკოლება, რათა კარტოფილი ბოლომდე არ ჩაიჭრას.

ჩაჭრილი კარტოფილი შეახვიეთ ფოლგაში და შედეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.

სანამ კარტოფილი იწვება, დაჭერით ძეხვი იმ ზომებზე, რომ კარტოფილიდან ძალიან არ გამოჩნდეს. მოაყარეთ მა რილი, შავი პილპილი და დაუმატეთ ზეთი. კარგად აურიეთ.

მოამზადეთ სოუსი. პატარა ღრმა ჯამში ჩაასხით სოიოს სოუსი, ჩაყარეთ კარი და დაუმატეთ ზეთი.

ნახევარ საათში გამოიღეთ კარტოფილი ღუმელიდან, შემოაცალეთ ფოლგა, დაუტოვეთ ძირზე. ლორი გაანაწილეთ კარტოფილის ჩანაჭრებში და გულუხვად მოასხვით სოუსი.

შეახვიეთ კვლავ ფოლგაში და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთი (იგივე ტემპერატურაზე).

სურვილისამებრ მზა კარტოფილს შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი ყველი და მწვანილი.