ადამ კინზინგერი: აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მიუხედავად იმისა, ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის არჩევნებში

ადამ კინზინგერი: აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მიუხედავად იმისა, ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის არჩევნებში

„აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, იმის მიუხედავად, თუ ვის დაუჭერს მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - ამის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა. კიზინგერის განმარტებით, ამერიკელი პარტნიორები ელოდებიან, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

"საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას მხარს ვუჭერ. ამ ურთიერთობის მნიშვნელობა კარგად მესმის. ვხედავთ გამოწვევებს რუსეთიდან და ოკუპაციაც გრძელდება. გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია აქ და ამერიკაშიც. ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება. ეს არის კიბერ-თავდასხმები, ასევე ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ამასთან, ამერიკა და საქართველო აღიარებენ მტკიცე მეგობრობას. მინდა გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომელსაც წარმოვადგენ, ამერიკა ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას. ვფიქრობ, ადამიანებს ხმის მიცემის თავისუფალი საშუალება ექნებათ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას უჭერენ მხარს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ პროგრესს ვხედავ. მოდერნიზაცია ხდება აღჭურვილობის მხრივ და უმჯობესდება სამთავრობო ინსტიტუტები. გამოწვევები აშშ-შიც გვაქვს და კარგად გვესმის ზოგჯერ როგორი რთული შეიძლება იყოს ცვლილებები. მოველით, რომ 2020-ში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, იმის მიუხედავად, თუ ვის უჭერენ მხარს," - განაცხადა ადამ კიზინგერმა.

შეგახსენებთ, ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.