"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მედიის თავისუფლების გაძლიერებას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელისაბეთ რუდმა განუცხადა. საქართველოს "ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის ათეულში საქართველოს მოხვედრის თაობაზე ელისაბეთ რუდი ასეთ კომენტარს აკეთებს:
„ფრიდომ ჰაუსი“ არის კერძო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნებში არსებული სიტუაციის საკუთარ, დამოუკიდებელ შეფასებას აკეთებს. მე შემიძლია, ვთქვა, რომ შეერთებული შტატები აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მედიის თავისუფლების გაძლიერებას, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია“.
„ფრიდომ ჰაუსმა“ გუშინ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება დაცული იყო.