ინგრედიენტები
კობრი - 1 ცალი (1,5 კგ) გასუფთავებული
ნიგოზი - 600-800 გ
აყვავებული ქინძი - 1 პატარა კონა
უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
ნიორი - 2-3 კბილი
მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
კობრი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. მოზრდილ ქვაბში ავადუღოთ წყალი და გავუწყოთ მარილი, ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები და მოვხარშოთ. როცა თევზის თვალი გათეთრდება, მოხარშულია. ქვაბი გადმოვდგათ, ჩავასხათ 500 მლ ცივი წყალი, რომ ცხელი ნახარში გააგრილოს, თევზის ნაჭრები ქაფქირით ფრთხილად ამოვიღოთ და ლანგარზე დავაწყოთ.
ნიგოზი დავნაყოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში 2-3-ჯერ გავატაროთ, დავუმატოთ ნიორი, ქინძი, სანელებლები და ცოტა ცხელი წყალი, შემდეგ გადავიტანოთ ბლენდერში და დავაქუცმაცოთ. ნიგვზის საწებელს დავასხათ იმდენი წყალი, რომ სასურველი კონსისტენცია მივიღოთ. თევზის ნაჭრები საწებელში ჩავაწყოთ და 1 საათი დავაყოვნოთ, რომ გემო გაუჯდეს.