ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 200 გ
სპაგეტი - 300 გ
ბაზილიკი ან რეჰანი - 1 საშუალო კონა
ყველი პარმეზანი - 2 ს/კ
კედრის კაკალი - 2 ს/კ
ნიორი - 1 კბილი
ბერძნული იოგურტი - 100 გ
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
კაიენური წიწაკა - გემოვნებით
ლიმონი - 1/2 ცალი
მომზადების წესები
მოხარშეთ სპაგეტი ადუღებულ მარილიან წყალში. დრო განსაზღვრეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. შემდეგ გადაწურეთ.
სანამ სპაგეტი იწურება, დააბლენდერეთ დაჭრილი ბაზილიკის ფოთლები, ნიორი, კედრის კაკალი, დაუმატეთ იოგურტი, პარმეზანი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე კაიენური წიწაკა. შეწვით ტაფაზე 1 ს/კ ზეითუნის ზეთში. 5-5 წუთი თითოეულ მხარეს. შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად.
შეურიეთ სპაგეტის პესტოს სოუსი, გადაიტანეთ გაშლილ თეფშზე, ზემოდან დაალაგეთ ქათმის შემწვარი ნაჭრები. მორთეთ კერძი ლიმონის ნაჭრებით.