ორშაბათს, 27 თებერვალს, საქართველოს მწერალთა კლუბში გაიმართა შეხვედრა ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატთან, მწერალ ნოდარ დუმბაძესთან.
საღამო შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის პირველმა მდივანმა სერგი ჭილაიამ.
შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი როინ მეტრეველი, დემნა შენგელაია, ჯანსუღ ჩარკვიანი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, ვლადიმერ ზამბახიძე, ხუტა ბერულავა, ბესარიონ ჟღენტი, ილია რურუა.
ნოდარ დუმბაძემ დამსწრეთ მადლობა გადაუხადა გულთბილი შეხვედრისათვის.
დასასრულ გაიმართა მხატვრული განყოფილება. მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრების მსახიობთა მონაწილეობით წარმოდგენილი იქნა სცენები სპექტაკლებიდან „მე ვხედავ მზეს“ და „მზიანი ღამე“.