ინგრედიენტები
შაქარი - 2-3 ჭიქა
ბროწეული - 12-14 ცალი
მომზადების წესები
4-5 ბროწეული გაარჩიეთ და გამოწურეთ წვენსაწურში წვენი. შეურიეთ შაქარი 1 ჭიქა წვენზე 1.5 ჭიქის ოდენობით და მოხარშეთ სიროპი. ის უნდა იყოს ბლანტი და არა წყალივით.
დანარჩენი ბროწეულიდან გამოარჩიეთ მარცვლები, დაასხით ცხელი სიროპი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ 15-20 წუთი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე.