ჩიხირთმა - უგემრიელესი ქართული წვნიანი

ჩიხირთმა - უგემრიელესი ქართული წვნიანი

ინგრედიენტები

ქათამი - 1 კგ

ნახარში - 2 ლ

ხახვი - 2 თავი

კვერცხი - 4-5 ცალი

ფქვილი - 3 სკ

ნიორი - 3-4 კბილი

ქინძი და კამა - თითო კონა

მარილი და ძმარი - გემოვნებით

მომზადების წესები

გასუფთავებული ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ.

ქათამი რომ მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან და ნახარშში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ადუღეთ 5-10 წუთი.

ფქვილი, კვერცხის გული და კვერცხის ცილა მოათავსეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში და გათქვიფეთ ცოტა ცივ წყალში.  ჩაასხით ნახარშში ჯერ ფქვილიანი მასა, შემდეგ კი კვერცხის გული, თან ჩქარ-ჩქარა ურიეთ. ჩააყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქიმძი, კამა, ჩაასხით კვერცხის ცილა და ამოურიეთ.

ბოლოს უყავით მარილი და ძმარი.