ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან გობრონიძე წერს:
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს რეაბილიტაციის შესახებ გააკეთა განცხადება, ნაციონალურ მოძრაობაში განგაში გამოცხადდა, ამის სათავე კი უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც სასწრაფო წესით შეუდგინა დღის წესრიგი მის დაქვემდებარებაში მყოფ “მთავარი არხი”-ს ხელმძღვანელობას, მათ კი თავის მხრივ ჟურნალისტებს. დიკო ჯოჯუას და თამარ ბაღაშვილის დანაპირგაუხსნელი გამომეტყველება და ტონი ამის ნათელი დასტურია. განგაშის მესიჯები სასწრაფო წესით გაიგზავნა ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც ლიდერები სიტყვასიტყვით, ან წინადადებათა ოდნავი გადაადგილებით იმეორებენ ერთსა და იმავეს, რომ ბიძინამ წყალტუბო მიიტაცა. ნანკა ჟორჟოლიანმა მორიგი გენიალური პოსტი გამოაცხო, რომ ივანიშვილი მის მშოლიურ კუთხეში შესვლისას შეზღუდვებს დაუწესებს. მოკლედ, დიდი განგაშია გამოცხადებული და ეს არაფერია გარდა იმისა, რომ გაბოროტებული ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლება დაკარგეს, გამხეცებულები ცდილობენ უკან მობრუნებას და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ
ნანუკას შეზღუდვებს დაუწესებს, თურმე, მის მშობლიურ წყალტუბოში შესვლაზე!.. აი, როგორც საბჭოთა პერიოდში 1 კვირით ადრე უნდა შეგეტანა განაცხადი უშიშროებაში, რომ ახალციხეში შესვლის ნებართვა აგეღო (თუ იქაური არ იყავი), ისე იქნება უშუალოდ ნანუკასთვის: "ოცნების" ოფისიდან დასჭირდება საშვის აღება და ისიც, გააჩნია, რა ხასიათზე იქნება ბიძინა - შეიძლება ყოველთვის არც შეუშვას! :))))