ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება:
“საღამოს ანეკდოტი
მამუკა ხაზარაძე: “ხომ არ ჯობდა, ივანიშვილისთვის მიგვეყიდა მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის მიტაცების პროცესი”?
ბატონო მამუკა, ივანიშვილმა თქვა, ვისაც მოუნდება, დიდი სიამოვნებით დავუთმობო. “ნეუჟელი”, თქვენ არ გინდებათ?!” – წერს ჟურნალისტი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.