გიორხელიძე ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: ეს არ არის დანაშაული და სრულიად კანონიერი ოპერაცია იქნება

 გიორხელიძე ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: ეს არ არის დანაშაული და სრულიად კანონიერი ოპერაცია იქნება

„ამ განცხადებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს რომ ეთქვა, როცა ავაშენებ ამ ყველაფერს, ამას ერთ სააქციო საზოგადოებად გადავაქცევ, ვაყიდინებ ყველა მსურველ მოქალაქეს აქციებს და ამ ბიზნესში ზოგს მცირე, ზოგს საშუალო ან დიდ მოწილედ გავხდი, მაშინ შეიძლებოდა პრეტენზიების გამოთქმა, რომ ეს კეთდება საარჩევნოდ. მაგრამ ესეც არ არის დანაშაული და სრულიად კანონიერი ოპერაცია იქნება“, - ასე ეხმურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს სრულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და წინასაარჩევნო მოსყიდვად შეფასდა.

„როცა ამ თემას ვიხილავთ, ორი რამ უნდა დავაცილოთ ერთმანეთს. პირველი ის, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ქცევა კარგი საქმეა. ეს არის ბიზნესი, ვიღაც დებს ფულს, იქნება კერძო საკუთრება, რომელიც მოიტანს შემოსავლებს, ბიუჯეტი მიიღებს კანონით დადგენილ გადასახადებს, საზოგადოება კი იავარდქმნილ პროექტს.

„მეორე, რაზედაც აპელირებენ პოლიტიკოსები, რომ ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი და წინასაარჩევნო კამპანია, ალბათ ასეც არის, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქაც არაფერია და პრეტენზიები ამ შემთხვევაში ნაკლებ საფუძვლიანი.

„ივანიშვილს ამ განცხადებისთან ერთად რომ ეთქვა, როცა ავაშენებ ამ ყველაფერს, ერთ სააქციო საზოგადოებად გადავაქცევ, ვაყიდინებ ყველა მსურველ მოქალაქეს აქციებს და გავხდი ამ ბიზენსში ზოგს მცირე, საშუალო ან დიდ მოწილედ, მაშინ აქ შეიძლება პრეტენზია უთხრა კაცს, რომ ეს წინასაარჩევნო თემაა. თუმცა, დანაშაული არც ეს არის და სრულიად კანონიერი ოპერაცია იქნება, რადგან აქ არ იქნება სახელმწიოს ფული, ბიუჯეტიდან არაფერი გადის, განსხვავებით იმ ყბადაღებული ანაკლიის პორტისაგან. შეიქმნება სამუშაო ადგილები, რაც კარგია.

„ამიტომ ობიეტურობა უარყოფითი დამოკიდებულების დროსაც არ უნდა დაკარგო. ამას ოპოზიციის გასაგონად ვამბობ და არ ღირს ამაზე ენერგიის დახარჯვა, რადგან სხვა ბევრი პოლიტიკური საკითხები აქვთ ხელისუფლების საკრიტიკოდ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დემურ გიორხელიძემ.