ირაკლი ლატარია: ამ ადამიანს არასდროს ბეზრდება ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვა. ყოველგვარი კეკლუცობისა და პიარის კეთების სურვილის გარეშე

ირაკლი ლატარია: ამ ადამიანს არასდროს ბეზრდება ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვა. ყოველგვარი კეკლუცობისა და პიარის კეთების სურვილის გარეშე

 
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:

ძაან მაგარი ამბავი! ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, წყალტუბოში გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია.

მაშინ, როცა, წყალტუბოში არასდროს შესულა ინვესტორი და არსდროს უზრუნია რომელიმე ხელისუფალს მის რეაბილიტაციაზე, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას, როგორც თავად ამ უდიდესი პოტენციალის მქონე კურორტისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის. უნდა აღინიშნონს, რომ არანაკლებ მომგებიანია საერთაშორისო დაინტერესების თვსლსაზრისითაც.

ეს ადამიანი, არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს სამშობლო. ადამიანი, რომელიც სანაცვლოდ არც არაფერს იღებს (უმადურობისა და დაუფასებლობის გარდა) და არც არაფერს ითხოვს.

„ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.“ - განაცხადა მან და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, იმას, თუ რა არის მისთვის ღირებული.

ამ ადამიანს არასდროს ბეზრდება ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვა. ყოველგვარი კეკლუცობისა და პიარის კეთების სურვილის გარეშე, მაშინ, როცა არავინ იცოდა ვინ იყო და არჩევდა კიდეც ჩრდილში ყოფნას, ჩემი ქვეყნის განვითარებისა და მომავლისათვის დახარჯული აქვს 3 მილიარდ დოლარზე მეტი!!!

ძაან მარტივია დასკვნის გაკეთება:

ამ ყველაფერს ივანიშვილი საფლავში ნამდვილად ვერ წაიღებს, ისევ ქვეყანას და შთამომავლობას რჩება და მთლიანობაში ორიენტირებულია უკეთესი მომავლის შექმნაზე.