მეუფეთა დუმილი

მეუფეთა დუმილი

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით დუმს ყველა მეუფე. “2020NEWS” შეეცადა სინოდის წევრების კომენტარები მოეპოვებინა საეკლესიო სკანდალზე, თუმცა:

„საინფორმაციო საშუალებებთან კომენტარს არ ვაკეთებ“ - განუცხადა სააგენტოს მეუფე აბა ალავერდელმა.

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის ნაცვლად სატელეფონო ზარს სხვამ უპასუხა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ კომენტარი არ გააკეთა. თავად მეუფე იაკობი ზარებს საერთოდ არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ორი დღის წინათ ხელისუფლება პრემიერების დონეზე პატრიარქის ჩამოგდებასა და თანამოსაყდრის პატრიარქად დასმის მცდელობაში დაადანაშაულა. პატრიარქის თანამესაყდრე, მეუფე შიო კი ამ დროს სამ მეუფესთან ერთად შეერთებულ შტატებში ოფიციალურ შეხევედრაზე იმყოფებოდა. მეუფე იაკობმა ქოეპისკოპოსის თანამდებობის დატოვა. ხელისუფლება მეუფის განცხადებას სისულელეს უწოდებს. ეკლესიის გარეთ საზოგადოება შფოთავს და სინოდის კრების მოწვევას ითხოვს. პატრიარქი თბილისს განარიდეს.