ჟოლო შამპანურის ჟელეში

ჟოლო შამპანურის ჟელეში

ინგრედიენტები

ჟელატინი - 3 ს/კ

ცივი წყალი - 2 ჭიქა

შაქარი - 1 ჭიქა

შამპანური - 1,5 ჭიქა

ალოეს ცივი წვენი - 1,5 ჭიქა

ჟოლო - 1 ჭიქა

მომზადების წესები

ჟელატინს დავასხათ წყალი და დავაყოვნოთ 5 წთ. შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდგათ და შევაგრილოთ.

შემდეგ დავუმატოთ შაქარი და ვურიოთ, სანამ ბოლომდე გაიხსნება. დავუმატოთ შამპანური და ალოეს წვენი.

შევდგათ მაცივარში სანამ ოდნავ გამყარდება. გადავიტანოთ სილიკონის ფორმებში, სათითაოდ ჩავდოთ ჟოლო და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით ან მთელი ღამით.