ინგრედიენტები
გახეხილი ყველი - 400 გ
მაწონი (ან კეფირი) - 1 ჭიქა
კვერცხი 2 ცალი
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 1 ჩ/კ
სოდა 0,5 ჩკ
ზეთი - 1 ს/კ
კარაქი - 50 გ
მომზადების წესები
კეფირს შეურიეთ ერთი კვერცხი, შაქარი, მარილი და ზეთი.
დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და სოდა.
მოზილეთ ცომი ფქვილის თანდათანობით დამატებით, სანამ არ მიიღებთ რბილ ცომს, რომელიც ოდნავ ეკვრის ხელს.
გააჩერეთ რამდენიმე წუთი ცომი.
ამასობაში გახეხეთ ყველი მსხვილად, შეურიეთ ერთი კვერცხი.
ცომი გაყავით 9 თანაბარ ნაჭილად.
თითოეული გააბრტყელეთ და მოათავსეთ მის ცენტრში გულსართი.
მოუკარით კიდეები და ხელით გააბრტყელეთ.
გამოაცხვეთ ხაჭაპურები ცხელ ტაფაზე ან 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
მზა, ცხელ-ცხელ ხაჭაპურს წაუსვით კარაქი.