ინგრედიენტები
ოხრახუში და ქინძი - თითო კონა
ზეთი - 3 სკ
კრემ-ყველი ან მდნარი ყველი - 150 გრ
ხახვი - 1 თავი
სოკო - 400 გრ
წყალი - 2,5 ლ
მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
აადუღეთ 2,5 ლ წყალი.
სანამ წყალი ადუღდება, მოშუშეთ ტაფაზე ხახვი, დააყარეთ დაჭრილი სოკო და გააჩერეთ სანამ სოკო მზად იქნება.
წყალი რომ ადუღდება ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, რომ მოიხარშება ჩაამატეთ გახეხილი ყველი და მომზადებული სოკო და ხახვი, ადუღეთ 5 წუთი, ჩაამატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, წიწაკა და გემრიელად მიირთვით.