იურიდიულმა კომიტეტმა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გარკვევის პროცესი შეაჩერა

იურიდიულმა კომიტეტმა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გარკვევის პროცესი შეაჩერა

შალვა თადუმაძეს საკუთარ დიპლომაზე საუბარი აღარ სურს. გენერალური პროკურორი პოლიტიკურ ბოდვას უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომ მის დიპლომთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დიპლომებთან დაკავშირებული თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე ამოიწურება.

„ზუსტად არ ვიცი, როგორი ფორმულირება ჰქონდა არასამთავრობოების მოთხოვნას, მაგრამ შალვა თადუმაძის მოსმენა უკვე იყო კომიტეტის სხდომაზე, შესაბამისად, ის ვერ შეჩერდება, უკვე იყო. რაც შეეხება კანდიდატების მოსმენას, მე დარწმუნებული ვარ, კენჭისყრამდე დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული. ამაზე კომიტეტიც მუშაობს, ასევე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც დაინტერესებულია და აუცილებლად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

თავის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომი სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი შეიძლება გახდეს, როგორც დოკუმენტის გამცემი დაწესებულების, ასევე იმ ადამიანის მიმართაც, რომელმაც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა.

„ჯერ ერთი, ეს ეხება იმათ, ვინც გააყალბა დიპლომი და ეს ეხება უნივერსიტეტსაც, რომელიც კომენტარს თავს არიდებს, მედიაში არ ჩანან. ამიტომ, როგორც უნივერსიტეტი შეიძლება იყოს დამნაშავე, ასევე - ის ადამიანი, რომელმაც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა. დღეს უკვე საუბარია არა იმაზე, მისი საბუთები შეესაბამება თუ არა იმ თანამდებობას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს, არამედ დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ დიპლომის სკანდალის შემდეგ შალვა თადუმაძის დამტკიცება უმრავლესობას ძვირი დაუჯდება. როგორც ბოკერია აცხადებს, თადუმაძეს პოლიტიკური ღირსება რომ ჰქონდეს, ამდენი სკანდალის შემდეგ, თავის კანდიდატურას გაიწვევდა.

„გამოძიების სრული საფუძველიც არსებობს, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადარჩენა ამ ტიპის ფიგურისგან, როგორც შემდგომ ცხოვრების განმავლობაში მოსამართლისგან. შალვა თადუმაძის სურვილი, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უტიფრობის მწვერვალია“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის საკითხზე მოთხოვნა გაგზავნა, მაგრამ კომიტეტს ეს საქმე ბოლომდე არ მიჰყავს.

„ჩემთვის შალვა თადუმაძის დიპლომი ძალიან დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში იმ ხალხთან ერთად ყოფნა წარმოადგენს, ვისაც წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა. ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეზე დამცველს წარმოადგენდა, მეორე მხარეს თამარ ალანია იყო. პრინციპების ზღვარი და მორალის ხაზი სად გადის? ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიაში გაბინაშვილთან, ჩინჩალაძის კლანთან ერთად არის და პრობლემა ეს არის. ორგანიზაციებმა, რომელთაც გული შესტკივათ წარსულსა და კანონის უზენაესობაზე, ამ საკითხებზეც გააკეთონ კონცენტრირება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებას, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იმით ხსნის, რომ პროგრამა, რომლითაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, აღიარებული იყო სახელმწიფოს მიერ.

„ვინც აღნიშნული პროგრამა დაამთავრა, სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული პროგრამა აქვს ნასწავლი და პროგრამის ნამდვილობა დასტურდება. თუ კიდევ არის რამე დამატებითი საკითხი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დამატებით ინფორმაციას მოვითხოვთ. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე კომიკურ სახეს იძენს.

ვინ სწავლობდა, კურსელები და ა.შ. ამ საკითხების ასე გაშარჟება არ შეიძლება, ვინაიდან საკითხი უნდა დაისვას, ფუნქციონირებდა თუ არა უნივერსიტეტი, აკრედიტაცია ჰქონდა თუ არა. ამაზე ეჭვები აღარ არის? ადრე ხომ იყო, გაიფანტა? უკვე აღარავინ საუბრობს იმაზე, რომ უნივერსიტეტი არ არსებობდა და სახელმწიფოს მიერ არ იყო აღიარებული, თითქოს ჯიხურში იყო და ა.შ. ეს დამოკიდებულება ხომ გახსოვთ? დღეს იგივეს ვეღარ ამბობენ, რადგან პასუხები გაეცათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სახალხო დამცველი ერთ–ერთია, რომელიც თადუმაძის დიპლომის ნადვილობას ეჭვქვეშ აყენებს. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ თადუმაძის მხრიდან მისი დიპლომის ოფიციალური დადასტურება და ხარისხის აღიარება, ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და ბევრ შეკითხვას მოხსნიდა. მისი თქმით, პროკურატურის და გენერალური პროკურორის სანდოობის თვალსაზრისით და იმისათვის, რომ არ დადგეს აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების საჭიროება, თადუმაძის მხრიდან აღიარება საუკეთესო გზაა.

„კითხვები კიდევ არსებობს და ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები სჭირდება. ის პასუხები, რა პასუხებიც პარლამენტის სხდომაზე მოვისმინეთ, არ არის დასაბუთებული და დამაჯერებელი, ამიტომ არაერთგზის მივმართე გენერალურ პროკურორს, რომ მოახდინოს მისი დიპლომის ოფიციალური დადასტურება და ხარისხის აღიარება. ეს ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და ბევრ შეკითხვას მოხსნიდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გზა. ამ საკითხზე გამოძიება რომ დაიწყოს, ამაზეც არ ვიქნები წინააღმდეგი, იმიტომ, რომ კითხვები რჩება პასუხგაუცემელი. ის არის გენერალური პროკურორი, მისი მისამართით ასეთი კითხვები არ უნდა არსებობდეს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, თუ რამე არსებობს გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, ეს არის კითხვები, თუ რამე არ არსებობს, ეს არის პასუხები. მისი თქმით, თუ საკითხთან დაკავშირებით პასუხები არ არსებობს, სამართლებრივი პროცედურები ბოლომდე უნდა მივიდეს, მოცემულ შემთხვევაში კი ვახუშტი მენაბდე არ გამორიცხავს იმპიჩმენტის პროცედურის საჭიროებას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ეს საკითხი იმისთვის, რომ ის პასუხები, რომელზეც მიუთითებს ბატონი გენერალური პროკურორი, დასაბუთებულად და სამართლებრივად გამართულად წარმოვუდგინოთ საზოგადოებას“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

„ჩვენ გვახსოვს ის დრო უდიპლომო სასიძო რომ არ უნდოდათ ადამიანებს და ქვეყანას უდიპლომო პროკურორი უნდოდეს, როგორია?“, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, სახელმწიფოს მართვა არ ითხოვს ისეთ პროფესიონალს, როგორც კონკრეტული უწყების მართვა. ამბობს, რომ დონალდ ტრამპი არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ ქვეყნის მართვის მხრივ არის ძლიერი, ისევე როგორც ბონაპარტე, რომელმაც ისეთი რეფორები გაატარა, რომ აქამდე მის რეფორებზე დგას ევროპა.

„ნიჭიერი, მასშტაბური ინტელექტის მქონე ადამიანი მოახერხებს სახელმწიფოს მართვას. ასევე არის ხასიათიც. გითხრათ, რომ ამ პერიოდში თადუმაძემ ისეთი პრინციპულობა გამოავლინა, რომ თავისი ხასიათით მოიპოვა ნდობა-თქო, მოგატყუებთ. მაგალითად გიორგი გახარიამ როგორც კი შსს–ში შეაბიჯა, გარკევული ორგანიზაციული ალღოს წყალობით და პრინციპულობით აღიქმებოდა როგორც შს მინისტრი.

უფრო მის აქტიურობაზე იყო პრეტენზიები, ვიდრე არაფრის კეთებაზე. თადუმაძესთან არაფრის კეთებაზე არის პრეტენზიები და ძალიან დასანანია, რადგან, მე ჯერ არ მინახია ადამიანი, რომელიც თადუმაძეს არ აქებდეს, როგორც პიროვნებას, მაგრამ უკმაყოფილების ეს შლეიფი მოსდევს და ამიტომ არის, რომ ადვილად გახდა საბურთაო მისი დიპლომის თემა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ არ იცის გააჩნია თუ არა დამაჯერებელი არგუმენტების რაოდენობა თადუმაძეს. თუ არ აქვს, მაშინ წასვლა ჯობია, მაგრამ თუ აქვს, მაშინ უნდა იბრძოლოს ბოლომდე.

„ან უნდა მოიგო, ან უნდა გაეცალო. მაგრამ აქ უკვე გასვლაც პოლიტიკურად წამგებიანია „ქართული ოცნებისთვის“. თქვენ ფარცხალაძე ახსენეთ, სხვების ჩამოთვლაც შეიძლება. პრემიერების უხერხული დანიშვნები, პრობლემები პარლამენტის თავმჯდომარის ირგვლივ, მინისტრებზე რომ არაფერი ვთქვათ. მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არის კრიტიკოსი, ეგ არის ღიმილის მომგვრელი. იმიტომ, რომ ეს ის პარტიაა, პურის მცხობელი რომ ჰყავდა ეკონომიკის მინისტრად.

ივანიშვილს პროლემები აქვს საკადრო პოლიტიკაში და თვითონ თქვა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ, რომ საკადრო პოლიტიკას გამოვასწორებო, იცის, რომ საკადრო პოლიტიკა არ არის მისი კოზირი პოლიტიკაში და ვერც იქნება. საკადრო პოლიტიკას კიდევ სხვა ტიპის ფიგურები სჭირდება, რაც ყოველთვის რთული საკითხი იყო. შეხედეთ ზვიად გამსახურდიას საკადრო პოლიტიკას, რა გარემოცვა იყო მის გარშემო, იმ გარემოცვიდან ვერ გაუგიათ ვინ მოკლა ზვიადი.

შევარდნაძეს გარემოცვას შეეწირა თვითონ შევარდნაძე. მიშას გარემოცვა სალაპარაკო არ არის იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ახსენდება არაფერი, მიშას გარემოცვა თავისი ოდიოზურობით არაფრით არ ჩამოუვარდებოდა არც ერთ მათგანს. საქართველოში ძნელი ასაწყობია საკადრო პოლიტიკა. ისეთი კადრების ნაკლებობა გვაქვს, რომელიც მაღალი თანამდებობისთვის გვჭირდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

სოციალისტი მე 1976 წელს დავამთავრე თსუ. ახლა რომ მკითხო უცბად გავიხსენებ 30 კურსელის სახელ და გვარს. თუ კარგად დავფიქრდები 2-3 დღეს 100 მდეც ავალ და მეტზეც. ასევე მახსოვს ფაკულტეტზე სხვა კურსზე (ზემოთ, ქვემოთ) მოსწავლეები. გასაგებია, თავდუმაძისათვის პიროვნულად დამამცირებელია მისი დიპლომის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, მაგრამ ახლა, როცა ამ საკითხმა ამხელა გრანდიოზული გაქანება მიიღო ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თუ დაასახელებს 10-მდე თავისი თანაკურსელის სახელ და გვარს, ასევე ხუთიოდე საყვარელ ლექტორს! ამით ჩაცხრება ეს მავნე აჟიოტაჟი! თითონაც დაისვენებს და ჩვენშიც ვინც მიუხედავად იმისა, რომ მისი მომხრეები ვართ, ეჭვის ჭიამ მაინც დაიწყო ფუთფუთი! ასე რომ ბატონო შალვა რაციონალური, პრაგმატული რჩევა მინდა მოგცეთ - დაასხაელეთ, მოძებნეთ...დაიმოწმეთ...თქვენთვისაც და ქვეყნისათვისაც უმჯობესი იქნება!
5 წლის უკან
Katana . მოგეხსენებათ, არის სფეროები, სადაც დიპლომს დიდ მიშვნელობა არა აქვს... მაგალითად, მარკ ტვენს არავითარი დიპლომი არ ჰქონდა. არც ფიროსმანს. ამას არ შეუშლია ხელი მათთვის, გამხდარიყვნენ მსოფლიო მნიშვნელობის მწერალი და მხატვარი.
მაგრამ იმ ადგილზე, სადაც შალვა თადუმაძე მუშაობს და იქაც, სადაც აპირებს მუშაობას სიცოცხლის ბოლომდე, უბრალოდ - დიპლომს კი არა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რამდენად პრესტიჟული უნივერსიტეტის მიერ არის გაცემული ეს დიპლომი! (ტყუილა ხომ არ დგება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგები?! - ე.ი. სულ ერთი არ არის, რა დაამთავრე, ხომ?!).)
შეიძლება არც ერთ ჰარვარდდამთავრებულს არ ჩამოუვარდებოდე ცოდნით, მაგრამ თვითნასწავლობა ამ სფეროში არ მოსულა! - აქ დიპლომი ქმნის ავტორიტეტს.
ამიტომ, მე მაგალითად, 62-ე სკოლაში გახსნილი და გაკვეთილების დამთავრების მერე, დღის მეორე ნახევარში ფუნქციონირებადი (უკეთეს შემთხვევაში!) უნივერსიტეტის მიერ ასე საეჭვოდ გაცემული და ამდენი კითხვის გამომწვევი დიპლომი რომ მქონდეს, დავჯერდებოდი ადვოკატობას და არ ვაღავღავებდი ამ ხალხს ჩემს სწავლა-განათლებაზე!
P.S.
არ შემიძლია აქვე არ შევეხო გოცირიძის მიერ აგორებულ და ახლა ცოტნე გამსახურდიას მიერ ატაცებულ თემას - "დიდოსტატის მარჯვენა", სადაც დიდი მწერლის შვილიშვილი სასტიკად თათხავს თადუმაძეს:
"დღეს უდიპლომო აფერისტი, ბიძინეს ჯიბის პროკურორი ვინმე შალვა თადუმაძე გამოვიდა და თითქოს თავი გაიმართლა: აქაოდა, იმიტომ არ ვუპასუხე რომან გოცირიძეს, რომ “დიდოსტატის მარჯვენა” კიარა, არამედ “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” არისო კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანის სახელი.
არ ვიცი, ალბათ თადუმაძის დიპლომში რომ უნივერსიტეტია მოხსენიებული, რაღაც სხვა ენაზე ასწავლიდნენ, მაგრამ ქართულ ენაზე “დიდოსტატი-ს კონსტანტინე-ს მარჯვენა” უბრალოდ კორექტურული შეცდომაა, რაც ქართულ ენაზე მოსაუბრემ თუ არ უნდა იცოდეს, შინაგანად უნდა გრძნობდეს მაინც. ვინაიდან, მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნების წესების თანახმად ქართულ ენაში მსაზღვრელ სახელს ნათესაობითსა და მოქმედებითში დაერთვის მხოლოდ ბოლოსართი –ი ...
ასე ხდება, როდესაც ივანიშვილის ლაქიობის გარდა სხვა კვალიფიკაცია არ გაგაჩნია, ლინგვისტიკასა თუ იურისპრუდენციაზე რომ აღარ ვთქვათ რამე…” -წერს ცოტნე
გამსახურდია.
?
უნდა მოგახსენოთ, რომ დიდი ხნის წინათ, როცა მე ეს ნაწარმოები წავიკითხე, სწორედ ასე ეწერა ყდაზე: “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”. ასევე აწერია ყველა გამოცემას და ზუსტად ასეთივე სახელწოდებით დევს ეს რომანი ინტერნეტში: ბმული /> კონსტანტინე გამსახურდიას ჰქონდა საკუთარი სინტაქსი. წერდა ისე, როგორც თვითონ მიაჩნდა მართებულად. არ სცნობდა გრამატიკოსების მიერ მიღებულ ბევრ წესს და ამის შესახებ ვრცელი პოლემიკური წერილებიც მის ტომეულებშია შეტანილი.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მის შვილიშვილს, არამც თუ ეს წერილები, მისი ყველაზე ცნობილი რომანიც არა აქვს ხელში აღებული! - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეცოდინებოდა, რომ რომანს “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” აწერია ყდაზე!.
5 წლის უკან
სოციალისტი დიახ, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგები სულ ტყუილად დგება!!! ეს არის დედამიწაზე გაბატონებული ანგლოსაქსების მორიგი თაღლითობა, მიმართული სხვა ერების განათლების სისტემის დასაკნინებლად და დასანგრევად! საბოლოო ჯამში სხვა ერების სრულიად გასაქრობად!
5 წლის უკან
სოციალისტი როცა დიპლპმი ქმნის ავტორიტეტს აი ეს არის თაღლითობა! ძალიანკარგად არის ეს მომენტი გაშარჟებული ქართულ სერიალში "შუა ქალაქში", აი იმ სერიალში სანდრო ლონდონში რომ სწავლობდა!
5 წლის უკან
სოციალისტი მეც ვისურვებდი, რომ ბატონ შალვას, როგორც გონიერ ადამიანს "ტორმუზი"-ის "რიჩაგი" ამოეწია და დასჯერებოდა წარმატებულ ადვოკატობას. ან დროზე დაემთავრებინა რაიმე დაუსწრებელი "ჭრა-კერვის" კურსები სადმე ოქსფორდის მახლობლად და აეღო ესოდენ ძვირფასი დიპლომი! )))
5 წლის უკან
სოციალისტი სრინივასა აიენგარ რამანუჯანი (ტამილი) (დ. 22 დეკემბერი, 1887, სოფელი ჰეროდუ, ინდოეთი – გ. 26 აპრილი, 1920, მადრასი) – ინდოელი მათემატიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1918). თითქმის არავითარი ფორმალური განათლებით წმინდა მათემატიკაში, მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუღძვის მათემატიკური ანალიზის, რიცხვთა თეორიისა და უსასრულობების საკითხებში.
5 წლის უკან
Katana .
სოციალისტო,
მინდა ვიფიქრო, რომ ჩემს შემდეგ დადებული პირველი ორი კომენტარი გურული ხუმრობა იყო.
"მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგები სულ ტყუილად დგება!!! ეს არის დედამიწაზე გაბატონებული ანგლოსაქსების მორიგი თაღლითობა, მიმართული სხვა ერების განათლების სისტემის დასაკნინებლად და დასანგრევად! საბოლოო ჯამში სხვა ერების სრულიად გასაქრობად!"
:)))
თუ გინდა, ეგერ, ჩვენს Serapina-ს ჰკითხე, რა განსხვავებაა ჩვენთან და უცხოეთში სწავლის ხარისხს შორის.
რეიტინგები ამ ხარისხის ირიბი გამოხატულებაა.
თაღლითობა ის იყო, ყველა სარდაფში რომ "უნივერსიტეტები" გახსნეს მარიფათიანმა აფერისტებმა და ყალბი დიპლომებით ვაჭრობა გააჩაღეს, როგორც აშორდიამ - დიდგვაროვანის ტიტულებით :))
აი, სანდრო კი ტყუილა იძახის, ლონდონში ვსწავლობდიო. ასე ამბობს ყველა ახალგაზრდა (და მათ მშობლებსაც სჯერათ), ვინც, უკეთეს შემთხვევაში, ტყუილა დახეტიალობს, უარეს შემთხვევაში კი მაღაზიებში ქურდობით ირჩენს თავს. დაიჭერენ - გამოუშვებენ... დაიჭერენ- გამოუშვებენ... იცი, რატომ? სახელმწიფოს კოლოსალური თანხა უჯდება თითოეული პატიმარი.
5 წლის უკან
სოციალისტი გიდასტურებ ჩემს უღრემეს პატივისცემას. ახლა პასუხი - დიახ, რა თქმა უნდა ვხუმრობ, მაგრამ სერიოზულად ვფიქრობ, რომ ანგლო-საქსურმა რასამ დაპილწა (დაანაგვიანა) დედამიწა, განადგურების პირას მიიყვანა! მგონი უკვე ჩიხში ვართ! В 2024 году на мировой рынок выйдет первый синтетический алкогольный напиток Alcarelle. Как обещают разработчики, Alcarelle «обеспечит потребителю все приятные эффекты, которые дает натуральный алкоголь: расслабление, общительность, веселье, но избавит от негативных: похмелья, головной боли, сухости во рту, агрессии, мрачного настроения и т. п. Однако не все ученые разделяют радость от появления подобного напитка.

Читайте также

Кому понадобился бургер без мяса и кто будет его есть
Это изобретение вполне в духе времени, когда уже обычным делом стали мясо без мяса (синтетическое мясо, выращенное в пробирке), сигареты без табака (электронные сигареты и вейпы), интеллект без человеческого мозга (искусственный интеллект), не говоря уже о безалкогольных вине и пиве. Вполне вероятно, что выпить алкоголь без собственно алкоголя потребители смогут уже в 2024 году.

Путь к созданию напитка, о котором мечтали многие переживавшие когда-либо состояние похмелья, растянулся на долгие годы.

И он мог бы оказаться еще длиннее, если бы не технический прогресс и неуемная энергия и упорство британца Дэвида Натта, психиатра и специалиста по нейропсихофармакологии Имперского колледжа Лондона, который первым подал идею такого изобретения и сам же воплотил ее при поддержке единомышленников
5 წლის უკან
სოციალისტი მოკლედ კაცობრიობის გასანადგურებლად გამალებული მუშაობს მთელი ანგლოსაქსური ცივილიზაცია. დანარჩენი მსოფლიოც ცდილობს მათ მხარი აუბას, ყველაფერი ეშმაკისეული ხომ ასე მომხიბლავია?! მაგალითად მინდა მოვიყვანო ნაგებობა "ბურჯ ხალიფა"! )))
5 წლის უკან
სოციალისტი ბმული
5 წლის უკან
Katana . მეც გიდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას... მიუხედავად სოციალიზმისადმი ერთობ განსხვავებული დამოკიდებულებისა :)))
რაც შეეხება ამ "ბოლო მიღწევებს" - მანდ შენთანა ვარ.
უალკოჰოლო ლუდი ზუსტად ისეთივე უაზრობაა, როგორც ჩვენი ნატოში "მიპატიჟება" მე-5 მუხლის გარეშე :))
"ბურჯ ხალიფა" მართლა საოცრებაა!.. საერთოდ, მთელი დუბაი, ყატარი, სინგაპური!..
(იმ დღეს ყატარზე ვუყურე დოკუმენტურ ფილმს და ჩავუყევი მერე რუსების კომენტარებს... ვიღაცა წერს: - ბედუინმა ნავთობი იპოვა უდაბნოში და ააყვავა თვისი ქვიშის ქვეყანა, სადაც ერთი ხე არ დგას!.. ჩვენ მილიონობით ჰექტარი ტყეც ვიპოვეთ, თვალუწვდენელი სახნავ-სათესიც, ნავთობიც, გაზიც, ოქროც, პლატინაც და მენდელეევის მთელი ტაბულაც, მაგრამ... ბედუინი ვერ ვიპოვეთო!
ჩვენც იგივე პრობლემა გვაქვს.
5 წლის უკან
Katana . უპრიანი იქნებოდა, გამოგვეცხადებინა საერთაშორისო კონკურსი ბედუინის ვაკანსიაზე :))
5 წლის უკან
სოციალისტი ერთი გუანჯოუზეც უყურე რუსების გადაღებულ ფილმს გოგო და ბიჭი რომ მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში, იმ სერიიდანაა! იუთუბზეც არის! )))
5 წლის უკან
Katana .ნანახი მაქვს. იუთუბით იმდენს ვმოგზაურობ, რეალური მოგზაურობის სურვილი გამიქრა :) მაგრამ ვენეციაში მაინც მომიწევს წასვლა: ცოლი მიმტკიცებს, რომ წინა ცხოვრებაში ვენეციაში ცხოვრობდა და ზუსტად ახსოვს თავისი სახლი. აინტერესებს, ახლა როგორ გამოიყურება... (სავარაუდოდ, დიდი ცვლილება არ იქნება, რადგან ვენეციაში თითქმის არაფერი იცვლება). ჰოდა, მომავალი წლისთვის ვგეგმავთ მისი სახლის მონახულებას :)
5 წლის უკან
Serapina შეეშვი ამ ანგლო-საქსებს! ქართველებივით რომ სხვას ლუკმას არ უყოფდნენ და სახლ-კარს არ აძლევდნენ( როგორ გადაგვიხადეს ეს ჩვენი წინაპრის სიკეთე, აგერ ვხედავთ…)ამიტომ არ მოგწონს ?!
მაგ ანგლო- საქსებმა, ვინმე გაუყვეს რამე კი არა, ბოლო ლუკმა წაართვეს ხალხს... ქუთაისურად რომ ვთქვათ, გადაპარსეს ნახევარი გლობუსი...მატერიალური და გონებრივი ყველაფერი წაიღეს და მიითვისეს და ახლა, რომ მათ შთამომავალს უკეთესი ცხოვრება აქვს, ამიტომ არ მოგვწონს?!
დავანებოთ თავი რეიტინგებს, ხალხმა შეკრიბა მსოფლიოს ცოდნა ამა თუ იმ საკითხში, დააწესა სტანდარდი(სადაც, საბჭოთა მეცნიერების ციტირება ჩვეულებრივი ამბავია... ამ დროს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში უკვე რუსული წყაროებიდან ციტირება თურმე აღარ შეიძლება) და ზრუნავს რომ ეკონომიური სტაბილურობით, ყველა სხვა სფერო შეინარჩუნოს და განავითაროს. ჩვენ რა, გვეხვეწება ვინმე რამეს?! ერთის გაგება არ გვინდა ცოცხალი თავით, ამ უცხოეთში სასწავლებლად წასულ დიდგვაროვან ქართველების შვილებს, დიდწილად რომ ფაზელის რემდენიმე ცალი ერთად ანახეს, არ ნიშნავს იმას, რომ მათ სრული სურათი ან ნახეს,ან გაიგეს! მერე ამათ რომ საქართველოს რეალობას უცხოეთში ნასწავლი შესაბამისად ვერ დაუკავშირეს, ამის მიზეზებიც საკმაო. ...ერთ ნაწილს, რომ მერე თავი კარგად გამოიყვანოს, ხან დასავლეთს და ლიბერალებს უნდა ყველაფერი დააბრალოს (ნიადაგიც კარგი ხვდეაბა ამისათვის), ან ქართულ მენტალობას ( ველური, ბეცი და ათასი რაღაც რომ ვართ თურმე). არც ერთია სწორი და არც მეორე.... ორივე გაპრავების მექანიზმებია. აბა,ჩვენ მეტი არ ვიცით და არ შეგვიძლიაო, იმას ხომ არ იტყვიან!
ამას საქართველოში, ფულის შოვნის შეზღუდული საშუალებები ემატება და ასე გადადის ქვეყნის მმართველობა ერთი კლანიდან, მეორეს ხელში... ანგლო- საქსებმა შექმნეს ფუნქციონირებადი სისტემები და ავად თუ კარგად, თავის მოსახლეობას ნორმალურად აცხოვრებენ. რაც ვერ შევძელიტ ჩვენ, თითქოს დამოუკიდებელ საქართველოს პირობებში და ჩვენ სიგლახეს, სხვას რაიზა ვაბრალებთ, ამას ვერაფრით ვერ ჩავწვდი!
5 წლის უკან
Serapina თან სასაცილო ისაა, გინდა თუ არა მსოფლიო რომ ჩვენ უნდა მოგვერგოს თურმე. ...და პირიქით რომ ვქნათ, ღმერთი გვიწყენს?
ვისაც დი ს ნეის მულტფილმებში აქვს რამე საძებნი, ეძებოს ბატონო. ჩვენ რომ დისნეიმდე ბევრად ადრე შოთა რუსთაველი გვყავდა ეს ბავშვებს ასე ზერელედ,არგუმენტაციის გარეშე კი არ უნდა ვუთხრათ, არამედ შესაბამისი მაგალითებით უნდა დავუმტკიცოთ.... თორემ, შეზარხოშებული თამადის ნათქვამი, რაც კარგები ვართ ქართველები ვართო, უფრო გაიგეს ამ ახალგაზრდებმა ვიდრე ის, თუ რა გვქონდა კარგი ქართველებს და რამდენი რამ გამოვიარეთ, ამის შესანარჩუნებლად... რომელსაც ბოლო 20 წელია, ისეთი ტავგამოდებით ვანადგურებთ, რომ მალე ვინ ვართ აღარ გვეცოდინება.

პ.ს. არიჩოპრას სანატრელ გამოქვაბულს და ჭრაქს რომ ვუბრუნდ ე ბოდეთ, კიდევ არა გვიშავს. კარგად ჩაცმულ, კარგ მანქანებში ჩამსხდარ უწარსულო და უმომავლო არსებებს რომ ვემგვანებით, ესაა ტრაგედია.
5 წლის უკან
Katana . ბმული
5 წლის უკან
სოციალისტი ბმული
5 წლის უკან
Katana . სოციალისტს -
გულის მომკვლელი ამბავია და ვეცდები, რამენაირად მოვახერხო და უშუალოდ მას გავუგზავნო დახმარება. ადრე ჩემი ახლობელი შევაწუხე და სადღაც მიკარგულში ვახეტიალე ათობით კილომეტრი, რომ დახმარება მიეწვდინა გაჭირვებული ოჯახისათვის. ყოველდღე ვერც იმას შევაწუხებ... ფოსტაც აღარ არსებობს, პრაქტიკულად: გასაგზავნი უფრო იაფი გიჯდება, ვიდრე გაგზავნა!
არადა, ფონდების მიმართ ყოველგვარი ნდობა მაქვს დაკარგული: ყველა ფონდის უკან უნამუსო ხალხი აღმოჩნდა! - გაიხსენეთ სამოქალაქო ომის შემდეგ შექმნილი ფონდი... აფხაზეთის ომის დროს შექმნილი ფონდი.... ხალხმა რომ საქორწინო ბეჭდები წაიძრო თითიდან და ბოლოს ისე გაქრა ყველაფერი, კვალსაც ვერ მიაგნეს...
გაიხსენეთ "იავნანას" სკანდალი...
ამერიკაშიც უამრავი ასეთი "ფონდი" არსებობს. მოგდის დახმარების წერილი, გარეკანზე გაუბედურებული ბავშვის (ან ბავშვების) სურათით. გეცოდება, უგზავნი და...
შარშან ამხილეს აფერისტების ერთი ჯგუფი: ინტერნეტიდან აღებული ვიღაც საცოდავი ბავშვების სურათებს აკრავდნენ თურმე ამ წერილებს და ორ მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდათ უკვე აკრეფილი.
უკვე აღარ იცი კაცმა, როგორ მოიქცე...
5 წლის უკან
სოციალისტი მართალი ხარ! გაგიჭირდება მაქიდან მიწოდება. ეს მასალა როგორც ხედავთ ამბები.გე -ზე იდო. დილას ვნახე. გამოვეხმაურე (საიტმა არ გაუშვა, არა და არფერი მითქვამს ისეთი, წუხილი გამოვხატე), როგორც ხედავ 4 ადამიანმა მოახერხა გამოხმაურება. მერე სასწრაფოდ აიღეს და მთელი დღე ნანუკა ჟორჟოლიანის რაღაც მორიგი სულელური ვიდეო იდო! იმის საშუალებაც არ მისცეს იმ უბედურ გოგოს, იქნება ვინმე მადლიანს, აქვე საქართველოდან ენახა და დახმარებოდა. მე თითონ მათხოვრად ვარ გადაქცეული, შვილებს დავაწექი წვრილ კისერზე... დახმარება რომ არ შემიძლია ამან უფრო მომიკლა გული.
5 წლის უკან