ლიმონის კექსი კრემით

ლიმონის კექსი კრემით

ამ რეცეპტში არ არის გამოყენებული არცერთი გრამი შაქარი, მას ნეკერჩხლის სიროფი ჩაანაცვლებს, რაც ლიმონის კექსს განუმეორებელ გემოს სძენს.

ინგრედიენტები

კარაქი - 125 გ

ფქვილი - 175 გ

კვერცხი - 2 ცალი

გამაფხვიერებელი - 1/2 შეკვრა

ნაკერჩხილის სიროფი - 150 მლ

ლიმონი - 1 ცალი

კრემი:

ლიმონის წვენი - 100 მლ

ნეკერჩხლის სიროფი - 80 მლ

კვერცხი - 3 ცალი

სიმინდის სახამებელი - 1 ჩ/კ

კარაქი - 20 გ

მომზადების წესები

ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, დაუმატეთ 2 ს/კ ნეკერჩლის სიროფი და კვერცხი, გააგრძელეთ თქვეფა.

შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა. ასევე დარჩენილი სიროფი.

მოზილეთ გლუვი, ელასტიკური ცომი, გადაიტანეთ კექსისთვის განკუთვნის სწორკუთხა ფორმაში და აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი.

ამასობაში მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ კვერცხი და გადაიტანეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ ლიმონის წვენი, სიმინდის სახამებელი და დარჩენილი ნეკერჩხლის სიროფი. ყველაფერი კარგად აურიეთ, დადგით საშუალო ცეცხლზე და ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, ხარშეთ კრემი გასქელებამდე.

გამომცხვარ და გაცივებულ კექსს თანაბრად გადაუსვით კრემი და სურვილისამებრ, მორთეთ ლიმონის ნაჭრებით.