ყველის წვნიანი ქათმის ხორცით

ყველის წვნიანი ქათმის ხორცით

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 500 გ

კრემ-ყველი - 200 გ

კარტოფილი - 400 გ

ხახვი - 150 გ

სტაფილო - 180 გ

კარაქი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით

სასურველი მწვანილი - გემოვნებით

დაფნა - 3 ფოთოლი

სუხარიკები - გემოვნებით

შავი პილპილის მარცვლები - 3 ცალი

მომზადების წესები

3 ლიტრიან ქვაბში მოხარშეთ. როგორც კი დუღილს დაიწყებს. დაუმატეთ 1 ს/კ მარილი,სანელებლები,შავი პილპილის მარცვლები და 2-3 ფოთოლი დაფნა. 20 წუთი ადუღეთ,შემდეგ კი ამოიღეთ ხორცი.

კარტოფილი და ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად, სტაფილო კი გახეხეთ. ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით,რაც შეეხება კრემ - ყველს,შეგიძლიათ გახეხოთ ან პატარა კუბებად დაჭრათ.

კარტოფილი დაუმატეთ ადუღებულ ბულიონს და ადუღეთ 5-6 წუთი.

ამასობაში, ტაფაზე  ( კარაქში) მოთუშეთ ხახვი და სტაფილო,ცოტა მარილი და პილპილიც დაუმატეთ. ეს მასა კი დაუმატეთ წვნიანს და ადუღეთ კიდევ 5-6 წუთი.

ამის შემდეგ ვუმატებთ დაჭრილ ხორცს,ვაჩერებთ 3-4 წუთი და ვუმატებთ კრემ-ყველს,კარგად ვურიოთ და მზადაა.

შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი მწვანილი და მიირთვათ სუხარიკებთან ერთად.