„ბოკერიას ფორმულა – არავის არ გამოვედვნებით, ვერ იმუშავებს“, - კოაბიტაციის უარყოფით მოგონებებს წამოატივტივებს“

„ბოკერიას ფორმულა – არავის არ გამოვედვნებით, ვერ იმუშავებს“, - კოაბიტაციის უარყოფით მოგონებებს წამოატივტივებს“

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ევროპულ საქართველო“ წინამორბედი ხელისუფლების წევრების სამართლებრივი დევნაზე უარს ამბობს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და შეიქმნება პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხე. ასე არ ფიქრობენ „ნაციონალურ მოძარაობაში“ და მიაჩნიათ, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება, წინა ხელისუფლების დანაშაულები, უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა დროებითმა პალატამ უნდა განიხილოს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, არც ბოკერიას და არც ბოკუჩავას გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ვინ აგებს პასუხს კონკრეტული დანაშაულისთვის. ბოკუჩავას თქმით, ის რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტობით ცდილობს თავის დამკვიდრებას, კითხვის ნიშნებს აჩენს მათ რეალურ მოტივაციებთან დაკავშირებით.

„ეს უნდა გააკეთოს სამართლიანმა სასამართლომ, რაც ქვეყანაში არ არის და ამიტომ როგორც შუალედური გამოსავალი, ჩვენი შემოთავაზება არის, რომ მოხდეს დროებითი პალატის დაკომპლექტება უცხოელი მოსამართლეებით, ესა თუ ის პოლიტიკური ძალები თუ საკუთარი თავის წარმოჩენას ეცდებიან ოპოზიციის ოპოზიციაში, იმიტომ რომ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ გაჩნდეს კითხვის ნიშნები მათი რეალური მოტივაციების შესახებ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, როცა სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დევნა უნდა იყოს აბსოლუტურად გამორიცხული. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს პოლიტიკური მოტივით შურისძიების ჭაობში ჩაეფლოს და ისე მოექცეს ოპონენტებს, როგორც „ქართული ოცნება“ ექცეოდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგათზე აღარაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს ჩვეულ სტილად იქცა სააკაშვილის, მისი გარემოცვის და „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერის, რომ როგორც ჩვენ გვექცეოდნენ ოპონენტები, ივანიშვილი და სხვები, ცილისწამება და ტალახის სროლა, ახლა ასე იქცევიან თვითონ. მოგვიწევს მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება, რომ სანამ სასამართლო დამოუკიდებელი არაა, პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დევნა უნდა იყოს აბსოლუტურად გამორიცხული.

ესაა ჩემი მყარი აზრი და ვინც ახლა სიებს ადგენს, ჯერ სანამ ივანიშვილი არ დაგვიმარცხებია, ან არის ბრიყვი, ან შურისძიებით აღვსილი. სხვა ახსნა მე არა მაქვს. ეს არ გამოადგება საქართველოს არცერთ შემთხვევაში. ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ არჩევანია, რომ სერიოზულად გვქონდეს განხილული კონკრეტული მოდელი, როგორ წავიყვანთ ქვეყანას წინ და როგორ არ ჩავეფლობით, სწორედაც რომ პოლიტიკური მოტივით შურისძიების ჭაობში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალები“ და „ევროპელები“ პოლიტიკურ ამნისტიაზე ვერ თანხმდებიან, თუმცა მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ვერ წარმოუდგებია ვიცე–სპიკერს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, „ევროპული საქართველო“ ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ პოლიტიკას ჩამოშორდეს და თავისი ამომრჩეველი გამოკვეთოს და სწორედ ამას ემსახურება მათი განცხადებებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური ამნისტიის შესახებ.

 „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს და ხვდება იმას, რომ იმ რადიკალურ პოლიტიკურ ხაზზე დაჯდომა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს, მათთვის ელექტორალურად არის წამგებიანი, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ამომრჩეველი გამოკვეთონ და ეს ამომრჩეველი იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისგან განსხვავებული. თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ოდესმე ბოკერიას მოუწევს ვინმეს ამნისტიაზე გადაწყვეტილების მიღება, არ მაქვს, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია ის ხელისუფლებაში დაბრუნებული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიგა ბოკერიას და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს ვერ ხედავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, მათ ავიწყდებათ წარსულში გაკეთებული საქმეები და როცა რაღაცა პოზიციას იკავებენ, იცავენ ისე, თითქოს მათი, საკუთარი წარსული არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, მომგებიანი იქნება ვიღაცისთვის ის, რომ არავის დევნა არ მოხდება ქვეყანაში და ეს თითქოს ბუნებრივია, მაგრამ ის, რომ ამას იძახიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე, უშუალოდ, თუ ხელშეწყობით დევნის არენად გამოაცხადეს მთელი ქვეყანა, აი, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ამ შემთხვევაში ასეთი პოზიცია გათვლილია დასავლეთზე, რომელმაც თავის დროზე მოითხოვა კოაბიტაცია. იმათ მოსწონთ ასეთი მოვლენები, რომ აი, პოლიტიკურ დევნაზე უარს ამბობს ესა თუ ის პარტია და ა.შ. ძირითადად, იმ აუდიტორიისთვის არის ეს ნათქვამი და არა ამ უდიტორიისთვის. საქართველოში რა აზრი აქვს მათ პოზიციას.

დავუშვათ, მათი პოზიციის უკან დგას გეგმა, რომ ხელისუფლებიდან არავინ გაგვიწიოს წინააღმდეგობა და ამიტომ წყნარად იყვნენ, იმათ არ დავიჭერთო, ეს კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია, რადგან მათ ხალხი არ ემხრობა და ყველა კვლევა ამას უჩვენებს, ისევე როგორც მარცხი ყველა არჩევნებში. ასეთი ფორმულით შეიძლება იმუშაო იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსი შეამცირო და ამას ვერ ხვდებიან“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

კითხვაზე, ამ ფონზე რამდენად წამგებიანია „ქართული ოცნების“ პიარ–კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადება, რომ პოლიტიკური ოპოზიციის გადარჩენა იყო მისია „ქართული ოცნებისა“, რადგან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება, რამაზ საყვარელიძე პასუხობს, რომ სწორედ ამან გააღიზიანა „ქართულ ოცნებაზე“ ადამიანთან მნიშვნელოვანი რაოდენობა, რადგან 2012 წელს საზოგადოება „ქართული ოცნებისგან“ ითხოვდა  სამართლიანობის აღდგენას და არა ამნისტია–კოაბიტაციას.

„2012 წლამდე უსამრთლობის განცდა იყო გამეფებული. დღეს ამ მოთხოვით, რომ სამართლიანობა აღდგესო, მოსახლეობის ფართო ფენა არ გამოდის. ამ განცხადებით გამოდიან ისინი, ვინც „ნაციონალების“ მმართველობის დროს მოხვდნენ ციხეში და იძახიან, რომ პოლიტიკური დევნილი ვართო.

მოსახლეობას, რომლის ხმაც არის საჭირო არჩევნებზე, მიაჩნია, რომ ამნისტია კი არა, მეტი ნაციონალი უნდა ყოფილიყო დასჯილი და საყვედურობს „ქართულ ოცნებას“ სწორედ იმას, რომ მან პრინციპულობა ვერ გამოიჩინა და სამართლიანობა ვერ აღადგინა. ასე რომ, ბოკერიას ფორმულა – არავის არ გამოვედვნებით, საერთოდ ვერ იმუშავებს ფართე ამომრჩეველზე, კოაბიტაციის იმ უარყოფით მოგონებებს წამოატივტივებს, რომელიც 2012 წლის მერე ჰქონდა ადგილი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

სოციალისტი ამ ბოკუჩავას ქმარი ხომ ყავს?! არ შეიძლება რომ გააჩეროს, ზეგავლენა მოახდინოს?! „ეს უნდა გააკეთოს სამართლიანმა სასამართლომ, რაც ქვეყანაში არ არის და ამიტომ როგორც შუალედური გამოსავალი, ჩვენი შემოთავაზება არის, რომ მოხდეს დროებითი პალატის დაკომპლექტება უცხოელი მოსამართლეებით, ესა თუ ის პოლიტიკური ძალები თუ საკუთარი თავის წარმოჩენას ეცდებიან ოპოზიციის ოპოზიციაში, იმიტომ რომ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ გაჩნდეს კითხვის ნიშნები მათი რეალური მოტივაციების შესახებ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ხომ არ სჯობია გავაუქმოთ ეს სახელმწიფო, მოსამართლეს, პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, პრეზიდენტს, ეროვნლ ბანკს... და რა ვიცი ყველას, მიხეილ სააკაშვილის და მისი მეუღლის გარდა თქვენ ვერ ენდობით. ჰოდა გავაუქმოთ ჩემო ლამაზო გოგონა!
5 წლის უკან
Serapina აეროპორტზე სხვა ქვეყნის მესაზღვრე დაგვიყენეს!!!
ახლა მოსამართლეები სხვა ქვეყნიდან ჩამოვიყვანოთო... ჯანმრთელად ხომ ხარ ?!
აბა, რაის სახელმწიფოზე და დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ?!
....ან მთავრობა რაიზა გვყავს???
კაი ახლა, ამდენი მიამიტობა მავნებელია, ან მავნებლობაა!
5 წლის უკან
trampi სერაფინა


მერე ვინ გითხრა რომ დამოუკიდებელი ვაართო....ბოკერიააამ?
დამოუკიდებელი არა კვახი......
5 წლის უკან
trampi მართალია სერაფინა რომ ამბობს..

.ამათ სისხლის სმის მოწყურება-- მონატრებისგან უკვე სუ კბილები უკაწკაწებთ---- უკვე ძალიან, ძალიან მოსწყურდა--მოენატრათ-- ქართველების სისხლი. ესენი ხელისუფლებისაგან მილიონ კილომეტრებზე არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვერ იყოფენ მომავალში შესახრამუნებელი ხალხის სიას.....არაფერს აღარ უყურებენ, ვეღარ იკავებენ თავს....სახალხოდ დაერივნენ უკვე ერთმანეთს--- არა ეს მე უნდა შევჭამო, არა ეს მეოოო.....
ამას დახვრეტა, იმას ჩამოხრჩობაო...........ესენი ეხლავე .ვერ ინაწილებენ საქართველოში შესაჭმელი ხალხის სიას
და ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნეეეეეეეეეეეეეეეეეენ ........ აი მერე ნახეთ ერთმანეთს ნადავლის ხელიდან ტაცებას რომ დაუწყებენ...ხალხს ვინღა ჩივის
აი ასეთი ვამპირები არიან მთელი სანაცეთი
რამდენიც უნდა იძახონ არა არაო...მაინც სუყველა (ქალიან კაციანად) ვამპირები არიან, თანაც მაინც და მაინც ქართველების სისხლის

ხოოოდა......ჩააააფურთხონ...... ჩაააფურთხონ....... რაც ეგ აღარ მოხდეს საქართველოში


არადა ამათ რომ კაცმა უსმინოს იძახიან......................... ვსოოოო მოვდივართო
თან მეტი დამაჯერებლობისთვის სახალხოდ უკვე ერთმანეთში დისკუსიასაც მართავენ ....ჯერ შევწვათ და ისე შევჭამოთ ჩვენი მტრები, თუ ჯერ მოვხარშოთ და მერე შევახრამუნოთო?
ამათ დისკუსიის მაყურებელი ჩასაფრებული დაბალი დონის ნაცებიც უკვე ხელებს იფშვნეტენ ......კარგია კარგი....ნადავლს ჩვენც გადმოგვიყრიანო.....ამათაც სიამოვნებისდაგან უკვე პირზე ნერწყვი ადგებათ.......დაჟე ზოგი უკვე კოცონსაც აჩაღებს და ზედ ზედადგარის დადგმასაც აპირებს
5 წლის უკან
Serapina trampi: მე კი ვიცი, რა დამოუკიდებლებიცა ვართ...
...ფულიანი ხალხი, ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად მოვიდა ხელისუფლებაშიო, ამას რომ მიმტკიცებდნენ, აქ არ იყავი?!
ან, ასე რომ სოფელი არ აშენდებოდა ამას არ ვამბობ(თ) დღემდე?
სანამ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლება არ გვაქვს და ხელისუფლება უცხოეთში უშვებს ახალგაზრდებს კვალიფიკაციის მისაღებად... მანამდე გვექნება დამოუკიდებლობის და სახელმწიფოს არსებობის ილუზიები! ჰოდა, მაგ მოჩვენებების სდევნას რომ შეეშვან და ვინღაც-ვიღაცეების სურათები ჩამოხსნან კედლებიდან, იმას ვეუბნები, განა სხვას რამეს...
5 წლის უკან
Katana . რა სასაცილოები არიან ნაცების ორივე შტო!...
ხელისუფლებაში უკვე დაბრუნდნენ და ახლა ისღა დარჩათ გასარკვევი, დასაჯონ თუ არა ბიძინა და მისი ხელისუფლება! :)))
(ისე, ჰიპოტეტურად რომ დავუშვათ მათი დაბრუნება და მართლა რომ დაერიონ "ოცნებას", რას იტყოდა ხალხი? მე მგონი, უუუდიდესი ნაწილი იტყოდა: - აი, ეგრე მოგიხდებათო!!! მაგათი პოლიტიკური გადარჩენის მისია გქონდათო, არა? ჰოდა, ახლა მაგათ თქვენი განადგურების მისია აქვთ და ძალიანაც კარგადო!..)
5 წლის უკან