ინგრედიენტები
ფეიხოა - 1 კგ
შაქარი - 1200 გრ
მომზადების წესები
კარგად დამწიფებული ფეიხოა გარეცხეთ, შეამშრალეთ და გახეხეთ სახეხზე ან გაატერეთ ხორცსაკეპში.
მოაყარეთ შაქარი, ამოურიეთ და გააჩერეთ 3 დღე.
პერიოდულად ამოურიეთ, რათა შაქარი კარგად გადნეს.
ჩაასხით გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ თავი მჭიდროდ და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.