კობახიძემ ზუსტად იცის „ქართული ოცნება“ რამდენ პროცენტს აიღებს

კობახიძემ ზუსტად იცის „ქართული ოცნება“ რამდენ პროცენტს აიღებს

ირაკლი კობახიძემ უკვე იცის, როგორი შედეგი დადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე: „ქართული ოცნება“ - 60%; „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ – 20%; დანარჩენი ოპოზიცია კი –20 %. როგორც კობახიძე ამბობს, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე გამარჯვებული პარტია იქნება და აქვე განმარტავს, თეორიულად, რა შემთხვევაში შეიძლება  კოალიციის შექმნის აუცილებლობა დადგეს.

„რაც შეეხება 45%–ს, ეს მარტივი არითმეტიკა იყო და არის, საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც გვაძლევს პროგნოზირების საშუალებას, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. ჩვენ ვიცით, როგორია სპექტრი და ჩვენი ვარაუდით, დიდად არ შეიცვლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

არსებული სპექტრის პირობებში, გამარჯვებულმა პარტიამ დაახლოებით 45 % მაინც უნდა აიღოს, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში იქნება გამარჯვებული პარტია, თუმცა 45 % არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კობახიძე ირწმუნება, რომ პროგნოზებში არსებითად არასდროს შემცდარა და „ქართული ოცნებისთვის“ ეს მიღწევადი შედეგია. ამასთან, ირაკლი კობახიძე არ ასახელებს კოალიციის შექმნის შემთხვევაში, ვისთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“, თუმცა გამორიცხავს თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და ყველა იმ პარტიასთან, რომელიც ღიად უპირისპირდებიან ქვეყნის დასავლურ მიზნებს.

„ქართულ ოცნებას მარჩიელობა აღარ დასჭირდება და არჩევნების შემდეგ შეძლებს ისეთი შედეგის მიღებას, რომელიც კოალიციის შექმნის აუცილებლობას აღარ გახდის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიაძემ.

ვიცე–სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი უმრავლესობისთვის, როგორც პოლიტიკური ძალისთვის, ბუნებრივია, რომ ამოცანა არის მაქსიმალური მხარდაჭერის მიღება, იდეალურ შემთხვევაში ჩუგოშვილის განცხადებით, იქნებოდა 50% ან მეტი.

„ზედმეტი სპეკულაციები არ არის საჭირო. კანონის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევა და ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე და იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები შევა, ჩატარდება არჩევნები ნულოვანი ბარიერით. იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობას ერთი პარტია ან კოალიცია დააკომპლექტებს, პარლამენტი განაგრძობს ჩვეულებრივ მუშაობას. თუკი კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდება და მთავრობის ფორმირება ვერ მოხდება, მაშინ ჩატარდება ხელახალი არჩევნები, თუმცა მაშინ უკვე ის მექანიზმი შემოვა და ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს 5%–იან ბარიერს.

რეალური პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, არის პარტიები, რომლებთანაც ჩვენ არ შევქმნით კოალიციას. ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური ძალისთვის, ბუნებრივია, რომ ამოცანა არის მაქსიმალური მხარდაჭერის მიღება, იდეალური შემთხვევაში ეს იქნებოდა 50% ან მეტი, თუმცა თუკი მოსახლეობა გამოიჩენს ასეთ ნებას, რაც ძალიან მაღალი პროცენტი არის, ბუნებრივია, ვუშვებთ იმას, რომ შეიძლება ვერ მოვიპოვოთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი თვლის, რომ კობახიძის პროგნოზი ამომრჩევლის დაშანტაჟების მცდელობაა.

„ქართულმა ოცნებამ“ თუ 45% ვერ მიიღო, რასაც ვერ მიიღებს, ის ხმები აორთქლდება, თუ ვიღაცა სხვა მიიღებს?! თუ „ოცნება“ ვერ იქნება უმრავლესობაში, ე.ი. სხვები ვიქნებით უმრავლესობაში. ანუ რას ამბობს, 45% ჩვენო, 10% ყველა დანარჩენს –„შენებას“, „ლელოს“, ყველას ერთად და 45% სააკაშვილს და პატრიოტებსო. ანუ, ამ ხიფათის და საფრთხის წარმოჩენის მცდელობაა, ქართველი ხალხის დაშანტაჟების მცდელობაა, რომ მოგვეცით ხმა, თორემ ან სააკაშვილი მობრუნდება ან ქაოსი დაისადგურებს ქვეყანაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ მაქსიმუმ 30%–ს მიიღებს. მისი შეფასებით, გამორიცხულია 45%–იც კი აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ამის რესურსი მას არ აქვს.

„35% თუ აიღო და 30%, ძალიან ბედნიერები იყვნენ ამით. შესაბამისად, ისინი ახლა ორი მიმართულებით მუშაობენ –ერთი, რომ მოტივაციას უქმნიან ამომრჩეველს, ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოვიდნენ. მეორე – აშინებენ ოპოზიციურ პარტიებს, თუ არ იქნება „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში, რომ თავად შექმნას კოალიცია, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება უკვე 5%–იანი ბარიერით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ირაკლი კობახიძეს მათემატიკას უწუნებს რომან გოცირიძე, რომლის შეფასებით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ 45% დააგროვა, ნიშნავს, რომ სხვებმა 55% დააგროვეს და ხელისუფლება გაერთიანებული პოლიტიკური ძალებით იქმნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ კობახიძემ ძალიან სასაცილო მაგალითი მოიყვანა, 45% მათთვის საოცნებოა.

„გულში ფიქრობენ, რომ 45% – „ქართულ ოცნება“ და 6 % – „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ ასე არ მოხდება. „ქართული ოცნების“ მაქსიმალური ჭერი შეიძლება იყოს 28–30 პროცენტი. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლება მოდის. ამას უნდა შეეგუონ და წავიდნენ ოპოზიციაში. ჯობია ახლავე კარგი კანონები მიიღონ, რომ შემდეგ ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოადგეთ“, –აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის შემდეგ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, ოღონდ არა „ქართული ოცნების“ მონაწილეობით. როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, კობახიძის განცხადება არის იმის გაცნობიერება, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს.

„ირაკლი კობახიძის განცხადება არის იმის გაცნობიერება, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს და ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ძალაუფლების დათმობა. მაგრამ ნუ ექნებათ იმის მოლოდინი, რომ ისინი თავის შემდეგ ქაოსს დატოვებენ და მღვრიე წყალში თევზის დაჭერას შეეცდება ივანიშვილი.

მთლიანად ქართული საზოგადოება და პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი მობილიზებულია საიმისოდ, რომ ივანიშვილი რაც შეიძლება მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყნისთვის უმტკივნეულოდ ჩამოცილდეს ძალაუფლებას, სწორედ არჩევნების გზით. ეს არჩევნებზე აუცილებლად მოხდება, ერთი რამ ცხადზე უცხადესია, რომ 2020 წლის შემდეგ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, ოღონდ არა „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, არა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენით“, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს და ზუსტად იცის რამდენ პროცენტს აიღებს. ასე არ ფიქრობენ ანალიტიკოსები. ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მთავარია, კობახიძე რატომ უშვებს, რომ 45%–იანი მხარდაჭერა თუ არ იქნა, ვერ შეკრებს კოალიციას. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ კოალიცია შესაძლოა დააკომპლექტოს არა ორმა, არამედ რამდენიმე პარტიამ.

„ამ შესაძლებლობას რატომ გამორიცხავს კობახიძე, მმართველი პარტია ხომ არ მიიჩნევს, რომ სახელი ისე აქვს გატეხილი, მასთან თანამშრომლობას ბევრი არავინ ისურვებს პარლამენტში? ირაკლი კობახიძეს აღნიშნული განცხადება ჰაერზე არ გაუკეთებია და ის კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. კობახიძის განცხადებას ჰყავს 2 ადრესატი.

ერთი არის „ოცნების“ ამომრჩეველი, რომელსაც ამ ტიპის განცხადებით მაქსიმალურ მობილიზაციას აიძულებენ, ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლაა საკუთარ მხარდამჭერებზე და მეორე არის ის წვრილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შეიძლება შევიდნენ პარლამენტში და რომელთათვისაც პარლამენტში მოხვედრა 0%–იანი ბუნებრივი ბარიერის პირობებში ერთადერთი შანსია.

კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, არჩევნები უკვე 5%–იანი ბარიერით ტარდება. შესაბამისად, თუ საპარლამენტო კოალიცია ვერ შედგა, რომელიც დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას, პარლამენტი იშლება და ვადამდელი არჩევნები ინიშნება. ეს პარლამენტში მოხვედრის ყველანაირ შანსს უკარგავს მცირე პარტიებს“, – განმარტა ხათუნა ლაგაზიძემ.

შეიქმნება თუ არა კოალიცია და საჭირო გახდება თუ არა არჩევნების ხელახლა ჩატარება, ხათუნა ლაგაზის განცხადებით, დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე.

„ერთი მხრივ, ეს დამოკიდებული იქნება „ქართული ოცნების“ პროცენტზე, მეორე მხრივ, იმაზე, მართლაც რა პროცენტს აიღებენ ის პარტიები, ვინც მზადყოფნას გამოთქვამს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის. როგორც ჩანს, „ოცნება“ ფიქრობს, რომ ასეთი პარტიების რაოდენობა არც თუ ისე დიდია და თან არც თუ ისე რეიტინგულები არიან, რომ მათ იმდენი ხმა აიღონ „ოცნებასთან“ ერთად კოალიცია შეკრან.

მესამე, დიდწილად იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, რაც უმნიშვნელოვანესია. პირველად საქართველოს ისტორიაში შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნების ბედს დიდწილად გადაწყვეტს საგარეო პოლიტიკური ფონი, როგორ განვითარდება ურთიერთობა ჩვენს ორ მოკავშირეს – თურქეთსა და აშშ–ს შორის“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ არის დარწმუნებული, რომ „ქართულმა ოცნება“ 45% მიიღებს. ძაბირაძე თვლის, რომ კობახიძის განცხადება მუშაობს ამომრჩევლის დაშინებაზე. მისივე თქმით, თუ მსგავსი ვითარება დადგა, პარტიები იძულებული იქნებიან ითანამშრომლონ „ქართულ ოცნებასთან“.

„დაიწყო საარჩევნო პიარი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და მთელი ეს განცხადებები რაც იქნება არჩევნებამდე, 98% გამიზნული იქნება ამომრჩევლის მოზიდვაზე. არ მგონია, 45% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს, მაგრამ შანსი, რომ ყველაზე ბევრი მანდატი მიიღოს პარტიებს შორის, ნამდვილად აქვს. ასეთ შემთხვევაში მათ ექნებათ პირველებს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება შექმნან კოალიცია.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, როცა რეალურად დადგება საკითხი, რიგგარეშე არჩევნები თუ თანამშრომლობა და კოალიციური მთავრობის შექმნა, არ მგონია, რომ ბევრი პარტია აღმოჩნდეს, რომელიც უარს იტყვის ასეთ თანამშრომლობაზე და წავა რისკზე. თუ გადავხედავთ, როგორ მოძრაობდა დეპუტაცია ერთი პარტიიდან მეორეში, სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კოალიციური მთავრობა ალბათ, შეიქმნება. უარესიც შეიძლება მოხდეს და სხვა პარტიით გასულმა დეპუტატებმა განიცადონ პორტირება იმ პარტიაში, რომელსაც შეიძლება 45 არა და 40 პროცენტი ჰქონდეს. შეგიძლიათ გაიხსენოთ თუნდაც 2003 წელს რა გააკეთეს მაჟორიტარებმა, ამის მაგალითები მერეც გვქონდა და ნახეთ დღევანდელი „ქართული ოცნება“, რომელიც სავსეა პორტირებული ნაციონალებით,“ – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

tngh რ. გოცირიძეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია... ქ-ნი ნინო ბურჯანაძე კი იმდენად გადაერთო "ბიძინაფობიაში", რომ საერთოდ დაავიწყდა საქართველოს გამთლიანებაზე ფიქრი. ამ სიტუაციაში კი, "პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგი ყოველდღიურად იზრდება... და უკვე ორნიშნაა.
5 წლის უკან
tngh სამწუხაროა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" იმდენად დაავადდა "ბიძინაფობიით", რომ საკუთარი წარუმატებლობების ანალიზის უნარიც დაკარგა...
5 წლის უკან
tngh სამწუხაროა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" იმდენად დაავადდა "ბიძინაფობიით", რომ საკუთარი წარუმატებლობების ანალიზის უნარიც დაკარგა...
5 წლის უკან
tngh ვიყავი და ჯერ-ჯერობით ვრჩები "დემოკრატიული მოძრაობის" მხარდამჭერად... სამწუხაროა, რომ მათი რეტინგი კლების პროცესშია. არც არის გასაკვირი. მაღაროდან მადანის მოპოვების და ტყიდან რამოდენიმე ხის გადარგვის საუკუნის დანაშაულად შერაცხვა, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია... ხოლო ის, რომ საკუთარი აქტივისტების უსაქმურობა"ოცნებას" დააბრალო, ჩვეულებრივი ცილისწამებაა... მაშინ, როდესაც მათი უმრავლესობა "ნაცებს" შეეკრა საპარლამენტო არჩევნებზე. განსაკუთრებით II ტურში. მათთვის ერთად ერთი გამოსავალია, ამბიციურობის და "ბიძინაფობიის" დაძლევა და "პატრიოტთა ალინსთან" თანამშრომლობა სამხედრო ნეიტრალიტეტის თემაზე... წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეიძლება ე. წ. ნულოვანი ბარიერიც ვერ დაძლიონ...
5 წლის უკან
tngh ვიყავი და ჯერ-ჯერობით ვრჩები "დემოკრატიული მოძრაობის" მხარდამჭერად... სამწუხაროა, რომ მათი რეტინგი კლების პროცესშია. არც არის გასაკვირი. მაღაროდან მადანის მოპოვების და ტყიდან რამოდენიმე ხის გადარგვის საუკუნის დანაშაულად შერაცხვა, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია... ხოლო ის, რომ საკუთარი აქტივისტების უსაქმურობა"ოცნებას" დააბრალო, ჩვეულებრივი ცილისწამებაა... მაშინ, როდესაც მათი უმრავლესობა "ნაცებს" შეეკრა საპარლამენტო არჩევნებზე. განსაკუთრებით II ტურში. მათთვის ერთად ერთი გამოსავალია, ამბიციურობის და "ბიძინაფობიის" დაძლევა და "პატრიოტთა ალინსთან" თანამშრომლობა სამხედრო ნეიტრალიტეტის თემაზე... წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეიძლება ე. წ. ნულოვანი ბარიერიც ვერ დაძლიონ...
5 წლის უკან
სოციალისტი სამწუხაროდ დემოკრატიული მოძრაობა და ქალბატონი ნინო ახლა მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებენ, ხელს უშლიან პატრიოტთა ალიანსს!
5 წლის უკან
tngh "პატრიოტთა ალიანსზე" გაცილებით მეტად, ისინი საკუთარ თავს უშლიან ხელს...
5 წლის უკან
სოციალისტი ბიძინა ივანიშვილს და აშშ-ს მიეცა ქალბატონი ნინოიას და ჩვენი ცოდვა! რა იქნებოდა შეექმნათ რუსეთთან ურთიერთობის საგანგებო დესპანის პოსტი, დაახლოებით იმ რანგის, როგორიც სახელმწიფო მინისტრია და დაენიშნათ ანზოროვნა უვადოდ! ცხინვალი და სოხუმი რა ხანია შემოერთებული გვექნებოდა!
5 წლის უკან
tngh თქვენ ხუმრობთ, მაგრამ საქმე წინ, რომ წაიწევდა, ამაში ეჭვიც არ მეპარება...
5 წლის უკან