შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხორცი კატლეტში – მთავარი ინგრედიენტი არ არის. ზაფხულში ყოველთვის გვინდა რაღაც მსუბუქი, ამიტომაც ტრადიციული, ხორციანი კატლეტების მაგივრად სცადეთ და მოამზადეთ ის ბოსტნეულისგან.
ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 1,5 კგ
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 150 გ
საფანელი - 150 გ
პური ბატონი - 100 გ
სასურველი სანელებლები
ოხრახუში - 2 კონა
ნიორი - 1 კბილი
კვერცხი 1
რძე - ცოტაოდენი
სულგუნი - 200 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
ტაფაზე დაასხით ცოტაოდენი ზეთი და შეწვით მასზე კუბიკებად დაჭრილი ბადრიჯანი.
დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, დაახურეთ თავსახური და შუშეთ 15-20 წუთი.
შემდეგ დაუმატეთ 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გადმოიტანეთ ბადრიჯანი ჯამში და გააცივეთ.
მოაყარეთ მარილი, დაახეხეთ მაგარი სახეობის ყველი, კვერცხი, წინასწარ რძეში დამბალი ბატონი, საფანელი, წვილად დაჭრილი ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი, შავი პილპილი გემოვნებით.
მოზილეთ ხელით მიღებული მასა. თუ ძალიან თხელი გამოგივიდათ, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი საფანელი.
აიღეთ ხელით კატლეტისთვის შესაფერისი ულუფა, გააბრტყელეთ, ჩადეთ გულში სულუგუნის პატარა ნაჭერი, დააგორგოლავეთ და მიეცით კატლეტის ფორმა.
ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში და შეწვით ცოტაოდენ ზეთში სულ ოდნავ.
შემდეგ გადაიტანეთ ლითონის ფირფიტაზე, რომელზეც პერგამენტი იქნება დაფენილი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი. აცხვეთ დაბრაწვამდე.