ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ჯერჯერობით ამომრჩეველი ორი პოლიტიკური ძალით „ქართული ოცნებით“ და „ნაციონალური მოძრაობით“ უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა, როგორც კონსტიტუციონალისტი აცხადებს, მნიშვნელოვანია, იცვლება საარჩევნო სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმები ნაკლებად დაიკარგება. მისი თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ არჩევნებში 50%–იანი მხარდაჭერა ვერ მიიღოს ვერც ერთმა პარტიამ და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, წვრილმა პარტიებმა გადაწყვიტონ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში. ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ წვრილმა პარტიებმა ულტიმატუმი წაუყენონ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთავრობის დაკომპლექტების საკუთარი გეგმა შესთავაზონ.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ბიზნესიდან პოლიტიკაში, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საეჭვო ტრანზაქციებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ხაზარაძე იძულებით არის პოლიტიკაში შემოყვანილი? რა ფენომენია ქართული პოლიტიკისთვის „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი?
ვახტანგ ძაბირაძე: ბევრი ვერსია არის და შეიძლება ამ ვერსიების დალაგება. უკეთესი მოლოდინი მქონდა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლით. ველოდი, რომ უფრო აქტიური და პოზიტიური იქნებოდა მისი გამოჩენა პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ასე არ მოხდა. თავად გუნდის წარსდგენის ეს იდეა... არ ვიცი, ეს გეგმა ვინ შესთავაზა, წარდგენა მარტო გვარების დასახელება ხომ არ არის?
გარკვეულწილად, პოლიტიკური ძალის პიარიც არის, მაგრამ ძალიან უღიმღამოდ მიდის გუნდის წარდგენის პროცესი. თუ არ ჩავთვლით 12–12 კაცის წარდგენას, რაც ნებისმიერი პარტიას შეუძლია გაააკეთოს. პოლიტიკაში წარდგენილი 12 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისთვის სრულიად უცნობია, შესაძლოა, თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ პოლიტიკურად არააქტიური ადამიანი არაფრის მომტანი არ არის.
რატომ შემოვიდა ხაზარაძე პოლიტიკაში? – როგორც კი დაიწყო დაპირისპირება ხაზარაძესა და ხელისუფლებას შორის, მაშინვე თქვა, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ პოლიტიკაში წამოვიდოდა, რადგან ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა – ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ბიზნესმენი, ან მიდის საზღვარგარეთ, ან პოლიტიკაში. სხვა არჩევანი საქართველოში ბიზნესმენს არ აქვს. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ წამოვიდოდა პოლიტკაში.
ამომრჩევლის რომელ სეგმენტზე მუშაობს ხაზარაძე?
– ეს არის მთავრი კითხვა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოგვცემდა იმის საშულებას, გვეფიქრა, რამდენად დამოუკიდებელი იყო ხაზარაძე, როდესაც ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა. როგორც ჩანს, ხაზარაძე მუშაობს „ქართული ოცნებიდან“ წასულ ამომრჩეველზე, სხვა სეგმენტზე ხაზარაძე ვერ იმუშავებს.
როცა ვთქვი, რომ მეტი მოლოდინი მქონდა, ვთვლიდი, რომ მას შეეძლო გაეკეთებინა გარკვეული პიარსვლები და სხვაგვარად შემოსულიყო პოლიტიკაში. ვიფიქრებდით, რომ იმუშავებდა მთლიანად მთელ ამომრჩეველზე და შეეცდებოდა წაეღო რაც შეიძლება მეტი. დღეს ისეთი მოკრძლებულია მისი პრეზენტაციები, ვფიქრობ, მუშაობს ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წავიდა, მაგრამ არ მიდის „ნაციონალურ მოძარაობაში“. არ ვიცი, რამეს შეცვლის თუ არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ხაზარაძე იქნება ერთ–ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამომრჩეველთა 5%–ს მაინც წაიღებს.
ხაზარაძე ამბობს: არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“...
– გასაგებია, მაგრამ ის ვერ იქნება გამწევი ლოკომოტივი იმ ოპოზიციური ძალებისა, რომლებიც თვლიან – არც „ოცნება“ და არც „ნაცმოძრაობა“. ჯერჯერობით ხაზარაძეს ამაზე პრეტენზია ვერ ექნება.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნულპროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში, ხაზარაძეს არ გაუჭირდება შევიდეს პარლამენტში. 2020 წლის არჩევნებზე ხაზარაძე იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაანაცვლებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე ამომრჩეველი იხილავს საარჩევნო დაპირისპირებას „ოცნებასა“ და „ლელოს“ შორის? მით უმეტეს არის „ევროპული საქართველო, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი უპისპირდება...
– ამ მხრივ ძალიან საინტერესო სიტუაცია შეიქმნა. მიშა აკრტიკებს „ევროპულ საქართველოს“, ბიძინა უპირისპირდება ხაზარაძეს. ძალიან უცნაური პოლიტიკური კვარტეტი შეიქმნა. ამიტომ ვამბობ, რომ ველოდი ხაზარაძე უფრო მკვეთრი და გამბედავი იქნებოდა. არა იმით, რომ „ცქიტიშვილი კარგ ხაჭაპურებს აცხობს“, ან მთავრობა არ ვარგა, არამედ ექნებოდა პოლიტიკური განაცხადი. ჯერჯერობით რაც ჩანს, პოლიტიკაში მისმა შემოსვლამ ამომრჩეველში არანაირი მოლოდინი არ გააჩინა. ელექტორატში როგორი განწყობა იყო – ინდეფერენტული პოლიტიკური სპექტრისადმი, ისევე დარჩა.
შესაბამისად, თქმა იმისა, რომ ხაზარაძე ნაციონალებს ჩაანაცვლებს, გამორიცხულია. ლაპარაკია იმაზე „ევროპულ საქართველოს“ თუ ჩაანაცვლებს, თავისი რეიტინგით და წონით. იქნება იმ ძალის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც „ევროპული საქართველოს“ თანაფარდი იქნება? – ეს არის ხაზარაძის პრობლემა დღეს.
ხაზარაძის შემოსვლა პოლიტიკურ ველზე არც მოულოდნელი იყო და არც ეფექტური. თავიდანვე, როცა განაცხადა, რომ აპირებს ახალი გუნდის შემოყვანას და ძველი სახეები არ უნდა, ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ხაზარაძე ხელისუფლებისთვის კი არ იბრძვის, არამედ იბრძვის რაღაცა სეგმენტის მოსაპოვებლად. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკაში მიდის საკუთარი ბიზნესის დასაცავად, ან მოდის პოლიტიკაში, რომ არჩევნების შემდეგ იყოს კოალიციაში. უფრო მეტად, ალბათ, ივანიშვილთან, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაპირისპირებული მხარეები არიან?
– რა თქმა უნდა. ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლით არ იგრძნობა იმის სურვილი, რომ ის იბრძვის ძალაუფლების ხელში ასაღებად. შესაბამისად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ხაზარაძის ნადავლი იქნება 5%–მდე, დაახლოებით ისეთივე, როგორიც იყო 2016 წელს ბურჭულაძის, რომელიც უფრო მკვეთრად და მკაფიოდ შემოვიდა პოლიტიკაში, ვიდრე ხაზარაძე. ამიტომ არანაირ ჩანაცვლებაზე ლაპარაკი არ არის.
ასეთი ნაბიჯების შემდეგ, რაც ხაზარაძემ გადადგა, ძალიან ძნელია ივარაუდო, რომ ოპოზიციაში მესამე ფლანგში გახდება ლიდერი პოლიტიკური ორგანიზაცია. არის ორი პოლუსი – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე არის ამომრჩევლის მესამე ნაწილი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, თუ გავითვალსწინებთ 2016 წლის არჩვენებს, მესამე ნაწილს იკავდებდა „ევროპული საქართველო“. დღეს–დღეობით ხაზარაძის სამიზნე შეიძლება იყოს მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ ელექტორატის მოზიდვა. სხვა მხრივ, ის ვერც „ოცნებას“ დაუპირსპირდება და ვერც „ნაცმოძრაობას“ - ამის რესურსი არ აქვს. მაქსიმუმი, რაც დღეს ჩანს და რაც იკვეთება ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლით, ეს არის ფარდობა „ევროპულ საქართველოსთან“. ესეც შეიძლება ჩემი მხრიდან საკმაოდ თამამი განცხადება იყოს ხაზარაძის პოლიტიკურ მომავალზე, შესაძლოა, ესეც არ იყოს.
ანუ, ხაზარაძე ვერ გახდება მესამე პოლიტიკური ძალა?
– უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ხაზარაძის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ვერ იქნება მესამე პოლიტიკური ძალა. ამ ეტაპზე ასე ჩანს და არც მოლოდინია იმისა, რომ რაღაცა შეიცვლება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბურჭულაძისადმი უფრო დიდი მოლოდინი იყო საზოგადოებაში, ვიდრე ხაზარაძისადმი არის. ხაზარაძეს უარყოფითი შლეიფი შემოჰყვა ბიზნესიდან, ამიტომ გაცილებით პრობლემატურია, ვიდრე ბურჭულაძის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე.
თუმცა დღეს ამომრჩეველი გაცილებით გაღიზიანებულია „ქართულ ოცნებაზე“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ვიდრე ეს იყო 2016 წელს...
– ამომრჩევლის ეს გაღიზიანება და ნეგატიური დამოკიდებულება კომპენსაციას უკეთებს ხაზარაძეს ბიზნესიდან წამოყოლილ უარყოფით შლეიფს, მაგრამ დანარჩენი უკვე დამოკიდებული არის ხაზარაძეზე, რომელმაც თავიდანვე უარყოფითი გზა აირჩია, როცა განაცხადა, რომ პოლიტიკოსების გარეშე მინდა პოლიტიკაო, ეს არის შეცდომა. უცნობთა არმია ვერ გაიმარჯვებს, გამორიცხულია. ხაზარაძეს არ აქვს არანაირი დადებითი ქარიზმა, უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი.
ეს ყველაფერი უნსდა გაეთვალისწინებინა და უნდა გაერკვია ხვა როგორ აღიქვმადა მას. ეს არის შეცდომა და მე მაშინ ვთქვი, რომ ხაზარაძის და ივანიშვილის შედარება არ შიეძლება გნებავთ ქარიზმით, გნებავთ ლეგენდით, მიუხედავად ამისა 2012 წელს ივანიშვილს რომ არ შეეკრა ის გუნდი, რომელიც შეკრა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდა. მესამე ძალის გაჩენა ნიშნავს, რომ ეს ორი ძალა ცოტა უკან დახიო და ამით თავიდან აიცილო ხისტი დაპირისპირება პოლიტიკურ ძალთა შორის. კარგია, თუ შეძლებ და უკან დახევ ამ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ ამისთვის სხვა რამეა საჭირო და არა ის, რასაც ხაზარაძე აკეთებს.