უგემრიელესი ქათმის კერძი

უგემრიელესი ქათმის კერძი

ინგრედიენტები

უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი - ნახევარ-ნახევარი ჩკ

ბარდა - 200 გრ

გახეხილი პომიდორი - 1 ჭიქა

ნიორი - 4-5 კბილი

ხახვი - 3 თავი

ქათამი - 1 კგ

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

ლიმონი - 1 ცალი

მომზადების წესები

შემწვარი  ქათამი  დაჭერით  ნაჭრებად.

ტაფაზე  მოშუშეთ  ბლომად  ხახვი,  დაუმატეთ  ნიორი,  გახეხილი  პომიდორი,  ბულგარული  წიწაკა  და  კონსერვირებული  ბარდა.  მიიყვანეთ  ბოსტნეული  მომზადებამდე  ხშირი  მორევით.

მზა  ბოსტნეულს  დაუმატეთ  მარილი,  წიწაკა,  ყვითელი  ყვავილი,  უცხო  სუნელი,  ამოურიეთ,  ჩააწყვეთ  ქათმის  ნაჭრები, დაჭრილი  ლიმონი,  დააფარეთ  თავი  და  გამორთეთ   ადუღებიდან  5-7  წუთში.