ინგრედიენტები
საქონლის ახალგაზრდა, ცხიმიანი ხორცი (მკერდის ნაწილი) - 2 კგ
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ხახვი - 1 თავი
მარილი
ნიორწყალი - სუფრაზე მისატანად
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (წვრილ ნაჭრებად არ დავჭრათ!), გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში.
გავაჩეროთ მთელი ღამით, დილით გადავწუროთ, ახალი წყალი დავასხათ და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.
ხარშვისას დავუმატოთ ხახვი და დაფნის ფოთოლი. ხარშვაში რომ შევა, დავუმატოთ მარილი. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, მივირთვათ ნიორწყლით.