საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს.
„მოხარული ვარ, შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ვარშავაში ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ძალიან ცოტა ხნის შემდეგ.
ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი საერთო განზრახვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ჩვენი ერთობლივი გეგმა, დავუახლოვდეთ ბრიუსელს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.