როლები შემწვარი ქათმითა და ბოსტნეულით

როლები შემწვარი ქათმითა და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

ტორტილის ან პატარა ზომის ლავაში - 3 ცალი

სალათის ფოთლები - 6 ცალი

ჩერი პომიდორი - 5-6 ცალი

ქათმის მკერდი - 1 ცალი

ზეთი შესაწვავად

მარილი

სოუსი:

არაჟანი - 2 ს/კ

ათქვეფილი ნაღები - 2 ს/კ

შავი პილპილი

დაფქული წითელი წიწაკა

ლიმონის წვენი

მომზადების წესები

ქათმის ხორცი მსხვილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ზეთში შევწვათ, შემდეგ მოგრძო, წვრილ ნაჭრებად დავჭრათ. პამიდვრები ოთხად გავჭრათ.

სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ. ტორტილაზე მოვათავსოთ სალათის ფოთლები, ქათმის ხორცი, პამიდორი და მოვასხათ სოუსი, შემდეგ კონუსისებურად გადავახვიოთ და მომზადებისთანავე მივირთვათ.