ნაღების პასტა ქათმითა და ლორით

ნაღების პასტა ქათმითა და ლორით

ინგრედიენტები

ფეტუჩინი - 180 გ

ლორი - 200 გ

ქათმის ფილე - 180 გ

კარაქი - 1 ს/კ

ნიორი - 2 კბილი

ხახვი - 1/2 ცალი

ცხიმიანი ნაღები - 3/4 ჭიქა

ყველი (მაგარი სახეობის) - გახეხილი 1/2 ჭიქა

ოხრახუში - გემოვნებით

მომზადების წესები

მოხარშეთ ფეტუჩინი შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად, გადაწურეთ, მაგრამ შეინახეთ 3/4 ჭიქა ნახარში.

ლორი შეწვით ცხელ ტაფაზე, სანამ კარგად არ დაიბრაწება. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოც დაფენილ თეფშზე.

დაჭრილ ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ და შეწვით იგივე ტაფაზე 2-3 წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან.

შემდეგ ტაფაში გაადნეთ კარაქი და მოხრაკეთ მასში წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ ნაღები, გადანახული ნახარში და გახეხილი ყველი, თშეთ კიდევ 2-3 წუთი. შეაზავეთ მარილით დ აპილპილით გემოვნებისამებრ.

გადაიტანეთ ტაფაში პასტა, აურიეთ და თუშეთ კიდევ 1-2 წუთი, თან ურიეთ.

დაუმატეთ ლორი და ქათმის ფილე, გააგრძელეთ თუშვა კიდევ 2-3 წუთი.

სუფრასთან მიტანამდე მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით.