ერბოკვერცხი ყაბაყით და პურით

ერბოკვერცხი ყაბაყით და პურით

ინგრედიენტები

გამომშრალი პური - 3-4 ნაჭერი

ხახვი - 1 თავი

ყაბაყი - 2 ცალი, საშუალო ზომის

კვერცხი - 5-6 ცალი

სვანური მარილი - 1 ჩ/კ

მწვანილი - კამა, ოხრახუში, ქინძი 1 კონა

ზეთი - შესაწვავად

მომზადების წესები

გამომშრალი, წინა დღის პური დაჭერით პატარა კუბიკებად. შეწვით გახურებულ ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში, სანამ არ დაიბრაწება...

დაჭერით წვრილად ხახვი და მოხრაკეთ ზეთში. შემდეგ დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ყაბაყი და გააგრძელეთ მოხრაკვა, პერიოდულად ურიეთ. დაუმატეთ მარილი.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და შემწვარი პურები. მიღებული მასა მოასხით ყაბაყს ტაფაში, დააფარეთ თავსახური და ამზადეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კვერცხი არ შეიწვება.